წყაროს ცნობით, კატალონიელები კრისტენსენისა და არაუხოს ტრავმის გამო მისი შემცვლელის ძებნას შეუდგნენ.
ტრანსფერის შანსს ზრდის ის გარემოებაც, რომ ტას "ლევერკუზენთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2025 წელს ეწურება და თუ მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ, გერმანული კლუბი ცენტრალურ მცველს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე გაასხვისებს.
გერმანელი ჟურნალისტის ინფორმაციით, "ბარსელონასა" და ტას შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.