"ალ ნასრმა" "ლაიფციგიდან" სიმაკანი დაიმატა

AutoSharing Option
"ლაიფციგის" ცენტრალური მცველი მოჰამედ სიაკანი კარიერას "ალ ნასრში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ფრანგი ფეხბურთელი მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის და არაბულ კლუბთან 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

"ალ ნასრი" "ლაიფციგს" მოთამაშის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს გადაუხდის.

შეგახსენებთ, "ყვითლებს" ცენტრალური მცველის პოზიციაზე თავდაპირველად პსჟ-დან მილან შკრინიარის დამატება სურდა, თუმცა სლოვაკმა ფეხბურთელმა არაბული კლუბის შეთავაზება იუარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული