ვიქტორ ოსიმენი, დიდი ალბათობით, კარიერას საუდის არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ალ აჰლი" და "ნაპოლი" ყველა დეტალზე შეთანხმდნენ. არაბული კლუბი "პარტენოპეის" ნიგერიელის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს გადაუხდის, თავად ოსიმენი კი "ალ აჰლისთან" 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხელფასის სახით კი 25-30 მილიონ ევრომდე გამოიმუშავებს.

ამ შეთავაზებაზე ოსიმენის პასუხი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ტრანსფერის შანსს ზრდის ის გარემოებაც, რომ "ალ აჰლი" ვიქტორის მთავარ მოთხოვნას, კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტის ჩადებასაც დათანხმდა.

რომანოს ცნობით, არაბული კლუბი ოსიმენს სამედიცინო შემოწმებაზე ელოდება.

შეგახსენებთ, ფეხბურთელით "ჩელსიც" ინტერესდება, თუმცა "ლურჯებს" ოსიმენის დამატება მხოლოდ იჯარის წესით სურს.

მამუკა
ეეხ ფაბრიციო შენც მაგარი მკითხავი გამოდექი ამ ბოლოს
alejandro
ლეღვს არა აქვს იმდენი ფოთოლი, ოსიმენს რომ ჰყოლია ერთ ადგილზე ამფარებლები აქ. თან ჯუღელს ლანძღავენ უსამართლოდ. საღოლ თქვენ.
ლაშა
კომენტარებს ვკითხულობ ოსიმენას ფანკლუბია. ჯერ ერთი წელიწადში 5 მილიონი თუ გეცოტავებათ კარგად კი არა მაგრად გქონიათ საქმე. მერე მეორე თუ ფული გინდა და არა ფეხბურთის თამაში მაშინ კვარაზე და ჯუღელზე კი არა მთელი ევროპის მაშტაბით მოთამაშე ფეხბურთელებზე და აგენტებზე მაგარი ყოფილა თქვენი ვიქტორი და მისი აგენტი. ეგეთი ხელფასი ევროპაში სულ 10 ფეხბურთელს ექნება. მარა ვიქტორას ფანები და კვარას მკბენარები რატომღაც იმას არ ამბობენ რომ ვიქტორია ევროპაში არავის ჭირდება თორე მაგის 100 მილიონის გადახდა ბევრს შეუძლია. სულ უსახელო ფეხბურთელებში 50 მილიონს ისე იხდიან გეგონება 50 ცენტი იყოს. და ბოლოს არაბეთში წლიურ 25 მილიონს ჯობია ევროპაში წლიური 5 მილიონი თუ ფეხბურთის თამაში გინდა
დავით
მაგას თუ ჩვენი დასაცინი სჭირს რაიმე, არ ვიცი, რა!.. :) )))))))) მართლა შესანიშნავი ფორვარდია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. ნაპოლიშიც მაგის და ხვიჩას ტანდემი საოცარი იყო და წუთით განზე რომ გადავდოთ ჩვენი ხვიჩასადმი სიყვარული, მასზე არანაკლები წვლილი მიუძღვის ნაპოლიში. ხვიჩაზე გაცილებით მეტს იღებს ხელფასსო, რომ ამადლით, ეს მისი კი არა, ხვიჩას აგენტის პრობლემაა. რას გშურთ მისი ფული ვერ გამიგია!
გიორგი
არა, გულზე ხელი დაიდეთ და რომელი დასცინით ოსიმენს? ნაპოლიში ხელფასი გამოივაჭრა ტიპმა, კვარაზე 5-ჯერ მეტს იღებს, თან წელს წესიერად არ უთამაშია. არაბეთში მიდის ისეთი ხელფასით, კვარას განახლებული 5-6 მლნ. vs 25 მლნ. წლიურად. ანუ ეხლაც დღესღდეობით რასაც კვარამ აიღო 5-6 თვეში, მაგდენივე აიღო ოსიმენმა 1 თვეში მხარ-თეძოზე წამოწოლილმა. კვარას რასაც მომდევნო 5 წელიწადში აიღებს, მაგას მისცემენ 1 წლიან გასეირნებაში არაბეთში და თუ მობეზრდა ეგაც, იქაც წამოსვლის მექანიზმზე შეთანხმდა. ხოდა რა ვიცი, ოსიმენია შტერი და მისი აგენტი თუ ჯუღელი და....
გია_544
მაგარი აგენტი ჰყავს ვიქტორს! თან 40 მილიონი წელიწადში. თან 50 მილიონი გამოსასყიდი ფასი. თან პუნქტი კონტრაქტში, რომ მომავალ წელს შეუძლია ევროპაში დაბრუნება და გუნდი ხელს არ შეუშლის... ვინ უფრო დასაცინია ვიქტორი თუ ჯ.უღელი ?
ასეა!
ისე ამ გადასახედიდან, ძალიანაც კარგი უქნია ოსიმენს, რო გადავიდა არაბეთში! რაც არ უნდა თავი შეაკლა ფეხბურთს, საბოლოოდ მაინც არ დაგიფასებენ "მავანნი და მავანნი". ძალიან ბევრი მაგალითები ვიცით, თუ როგორ უნამუსოდ ეკიდებიან კარგ ფეხბურთელებს კლუბების გაქსუებული პრეზიდენტები. ისე რო ოსიმენის გადაწყვეტილება (თუ ეს სიმართლეა) აბსოლუტურად გამართლებულია!
ABARA
დამთავრდა ამის ფეხბურთი...
ზაქარია
ესეც ჯუღელის წინასწარმეტყველებაც... ისე, ეს არც ისე წარმოუდგენელი იყო მაშინაც ამის შესაძლებლობაზე ფიქრი. უნდა გავითვალისწინოთ დე ლაურენტისის მოთხოვნილი მაღალი თანხა, ოსიმენის პრიორიტეტი ძალიან მაღალ ხელფასზე და რაც მთავარია, ის ფაქტი რომ ყველამ იცოდა, რომ ოსიმენს უეჭველი უნდა დაეტოვებინა ნაპოლი ამ სატრანფერო ფანჯრისას. პრაქტიკულად არაბეთის იქით რეალურ ალტერნატივებს არც ტოვებდა ეს მოცემულობა.
ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
საკლუბო მუნდიალზე "ჩელსიმ" "ბენფიკა" 4:1 დაამარცხა
რომელი პოზიციიდან შეუტევს "კვარა" მესის გუნდს და როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
Geo Team: არაბიძემ "ულსანი" დატოვა
მამუკელაშვილმა შეიძლება NBA დატოვოს - მას ევროგრანდი იწვევს
მესი, კვარაცხელია, სუარესი, რამოსი - იხილეთ საკლუბო მუნდიალის სიმბოლური ნაკრები
ოსიმენი "ნაპოლის" პრობლემაა - შეიძლება ერთი წელი უქმობა მოუწიოს
20 წ. | ირლანდია ირლანდიამდე
"უდინეზეს" მეკარეს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
დირკ კუიტმა ნიდერლანდური გუნდი ჩაიბარა
მბაპეს მორიგი სარჩელი პსჟ-ისკენ წინააღმდეგ - რას ედავება ფრანგი ყოფილ კლუბს
"მილანმა" ტრანსფერი შეათანხმა - "როსონერიმ" "ტორინოს" კაპიტანი შეიძინა
ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა - კიმი პრემიერ ლიგას უახლოვდება
"სინამდვილეში, რონალდომ და ჯორჯიანამ ერთმანეთი ასე გაიცნეს" - როდრიგესის ყოფილმა თანამშრომელმა ისტორია მოჰყვა
საბოლოო პასუხისთვის 10 დღე ითხოვა - წიტაიშვილს ბულგარული ვარიანტი კვლავ აქვს
ლა ლიგის გრანდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე - მიქაუტაძე მსურველთა ნაკლებობას არ განიცდის
კვარაცხელიას მესისთან დაპირისპირების დღე!
"ლივერპულმა" ალისონისა და მამარდაშვილისთვის დუბლიორი დაიმატა
20 წ. | 10 გამოცდილით ჩემპიონატის პირველ მატჩში
"სპაერმა" "ტორპედო" დაამარცხა და სუპერთასის ფინალში ითამაშებს
ზოგსა კაცსა კაცი ჰქვია, ზოგსა კაცსა - კაცუნაო. ალ-ხელაიფიმ "ლიონს" დახმარების ხელი გაუწოდა
ცნობილია, რატომ თქვა ოსიმენმა 40 მილიონზე უარი - ნიგერიელის მომავალი მოულოდნელად ვითარდება
ოსიმენი "ნაპოლის" პრობლემაა - შეიძლება ერთი წელი უქმობა მოუწიოს
"ოსიმენი "ნაპოლიში" ვეღარ დაბრუნდება, გეტყვით, სად გააგრძელებს კარიერას" - ფედელემ ნიგერიელზე ისაუბრა
მოულოდნელი ამბავი - "ნაპოლიმ" შეთანხმებას მიაღწია და კვარაცხელიას შემცვლელს საუდის არაბეთის კლუბიდან იჯარით იმატებს
"ნუთუ ამაზეც უარს იტყვის?!" - "ალ ჰილალის" სუპერ შეთავაზება ოსიმენს
Finita La Commedia - ოსიმენი მიდის იქ, სადაც ჯუღელმა უწინასწარმეტყველა?
კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
გველესიანის "პერსეპოლისი" აზიის ჩემპიონთა ლიგაზე "ალ აჰლისთან" დამარცხდა
"ნაპოლი" კულიბალის 14-ჯერ ნაკლებ ხელფასს სთავაზობს - რას გადაწყვეტს სენეგალელი
ოსიმენს იტალიაში დასაბრუნებლად ახალი ვარიანტი გამოუჩნდა? - ნიგერიელის სატრანსფერო საგა გრძელდება
საქმეში პირადად ინძაგი ჩაერთო - "ალ-ჰილალი" ოსიმენის დამატების იმედს არ კარგავს
შეთანხმება მიღწეულია - "ნაპოლი" კვარაცხელიას პოზიციაზე ფეხბურთელს პსვ-იდან იმატებს
გილმორი "ნაპოლიში" გადადის - ოსიმენმა თავად არ იცის, სად მიდის
"ფენერბაჰჩე" საუდის არაბეთის ლიგიდან ორ შემტევს იმატებს
დე ლაურენტისმა პოლიტანოს საქორწილო საჩუქარი გაუკეთა
ანტონიო კონტემ "ნაპოლიში" დარჩენის მიზეზი განმარტა