დი მარია: ვან გაალი ყველაზე ცუდი მწვრთნელია

AutoSharing Option
ცნობილმა არგენტინელმა შემტევმა ანხელ დი მარიამ თავისი კარიერის ყველაზე ცუდ მწვრთნელად ნიდერლანდელი ლუის ვან გაალი დაასახელა.

ESPN-თან ინტერვიუში ვეტერან ფეხბურთელს სთხოვეს, 3 საუკეთესო მწვრთნელი დაესახელებინა, რაზეც მან საინტერესო პასუხი გასცა.

"3 საუკეთესო მწვრთნელს ვერ გეტყვით, მაგრამ ყველაზე ცუდი შემიძლია დაგისახელოთ და ეს ლუის ვან გაალია.

ამაში გარწმუნებთ. თუ თქვენ ამაში რაიმე ეჭვი გაქვთ, მე მზად ვარ, გავფანტო ისინი", - თქვა დი მარიამ.

შეხსენებისთვის, ვან გაალის ხელმძღვანელობით არგენტინელი 2015/16 წლების სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედში" ასპარეზობდა, სადაც 32 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და
11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
არველაძეს მასწავლებელი
Hok
05 სექტემბერი 2024 01:05
0
სამაგიეროდ ჩვენი შოთა არველაძე ძაან უყვარდა ვანგაალს და მისი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელიცაა.ჩავი და ინიესტაც მან დააწინაურა ბარსელონას პირველ გუნდში და პლუს მიულერი ბავარიაში.
მეზღვაური
04 სექტემბერი 2024 21:09
2
ეს საცოდავი ხეპრე.ტიტულების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს,მარტო ის რად ღირს რომ ვან გაალმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯამში 12 შეხვედრა ჩაატარა და მის გუნდს არც ძირითად და არც დამატებით დროში თამაში არ წაუგია,ორჯერ წააგო პენალტებში.ვინც ვან გაალზე ფიქრობს რომ ცუდი მწვრთნელია,იმან საერთოდ არ იცის ფეხბურთი რა არის ზოგადად.ამ უბედურს კი ბოღმა ალაპარაკებს,რაკი რიკელმე,მობერებული დი მარია და რივალდო ვერ ჩაჯდა მის სქემაში ე.ი.ცუდი მწვრთნელია.რიკელმე ვილიარეალის დონე იყო და ეს არაერთხელ დამტკიცდა.რამე სმენია ამ ხეპრეს ნეტავ 95-ის აიაქსზე?დარწმუნებული ვარ არაფერი,შეიძლებ ისიც არ იცოდეს რა ქვეყნის კლუბია აიაქსი.
Basti
04 სექტემბერი 2024 20:50
3
ტიპმა რივალდო გააგდო გუნდიდან მარტო ეგეც კი ეყოფოდა
მინდია
04 სექტემბერი 2024 16:21
2
ეს და თავისი ბლოკნოტი, გაუთავებელი ჩანაწერებით :)))
გგ
31 აგვისტო 2024 17:36
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული