"ბარსელონას" უარი ამის გამო ვუთხარი" - ნიკო უილიამსი

AutoSharing Option
"ბილბაოს" შემტევმა ნიკო უილიამსმა Dazn-თან ინტერვიუში "ბარსელონაში" ჩაშლილი ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, "ბლაუგრანას" ესპანელის დამატება ძალიან სურდა და მზად იყო მის სანაცვლოდ გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროც გადაეხადა, თუმცა თავად ფეხბურთელმა მშობლიური კლუბის დატოვებაზე უარი განაცხადა.

"შესანიშნავია, როცა მსოფლიო ფეხბურთის გრანდებს შენი დამატება უნდათ, თუმცა "ბილბაოს" დატოვებაზე არასდროს მიფიქრია, ეს ის ადგილია, სადაც ყოფნა ყველაზე მეტად მსურს.

რაც შეეხება "ბარსასთან" მოლაპარაკებებს, უმჯობესი იქნება, თუ ამაზე ჩემს აგენტს ჰკითხავთ. ჩემი დამატება უამრავ კლუბს სურდა, თუმცა ჩემი გული "ბილბაოს" ეკუთვნის. მიუხედავად ამისა,
არავინ იცის რა მოხდება მომავალში", - განაცხადა უილიამსმა.

შეგახსენებთ, ნიკოს "ბილბაოსთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბილბაოში მოიგებ ყველაზე დიდი ესპანეთის თასს ბუძი.იჯექი მანდ.
ირაკლი
11 სექტემბერი 2024 04:29
2
გული ბილბაოს ეკუთვნისო მაგრამ კაცმა არ იცის რა დაემართება ამ გულს მომავალშიო...კარდიოგრამა გადაიღე ხოლმე ხშირად და გამოჩნდება იქ ბილბაო იქნება რეალი თუ ბარსელონა :)
კარდიოლოგი
06 სექტემბერი 2024 08:47
5
"რაც შეეხება "ბარსასთან" მოლაპარაკებებს, უმჯობესი იქნება, თუ ამაზე ჩემს აგენტს ჰკითხავთ"...
აშკარად ეცოტავათ (ორთავეს) "ბარსა"-ს შეთავაზებული ხელფასი/პირობები
fani
04 სექტემბერი 2024 01:31
1
კრისა, რეალიდან ელოდება შეთავაზებას, ვის ატყუებ მამძაღლო.დდდ
ეეე
01 სექტემბერი 2024 15:42
9
"კრისობა" ნამეტანი "გლახა" საქმეა და მიზეზი მართლა
"მადრიდის ამბავი რომ იყოს", ადექვატური შეფასებაც ვერაა .
ჰა-ჰა, "აფერისტ" და სულ, ეგ არი !


და "კრისა" რეიზა ?!
01 სექტემბერი 2024 19:54
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული