ოსიმენის შემდეგ "გალათასარაიმ" შეიძლება ჩემპიონთა ლიგის ხუთგზის გამარჯვებული დაიმატოს

AutoSharing Option
ვიქტორ ოსიმენის შემდეგ, "გალათასარაიმ" შეიძლება ვეტერანი ბრაზილიელი ნახევარმცველი კაზემირო დაიმატოს, - ამის შესახებ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.

კაზემირო "მანჩესტერში" კარგად ვერ თამაშობს და ახლახან პსჟ-სგან შეძენილი მანუელ უგარტე მის შესაცვლელად მზადაა.

პრობლემა ფეხბურთელის მაღალი ხელფასია (კვირაში 300 ათას ფუნტზე მეტს გამოიმუშავებს) და თუ სტამბოლურ გუნდში იჯარით გადავიდა, შეიძლება გასამრჯელოს ნაწილის გადახდა "მანჩესტერს" მოუწიოს.

კაზემირომ "იუნაიტედში" ორ წელიწადში 87 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი საბაზრო ღორებულება კი 20 მილიონი ევროა. "რეალის" რიგებში ის ხუთჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული