პირველი ოფიციალური გამარჯვება ისტორიაში - რა ხდებოდა სან-მარინოში 177 მატჩში პირველად მოგების შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის D ჯგუფის პირველ შეხვედრაში ისტორია გადაიწერა. სან-მარინოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ლიხტენშტეინს 19 წლის ნიკო სენსოლის 53-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 მოუგო და პირველი ოფიციალური გამარჯვება იზეიმა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე სანმარინოელებს 176 ოფიციალური მატჩი ჰქონდათ გამართული, სადაც 5 მათგანში ფრე ითამაშეს, 171-ში კი დამარცხდნენ.

ინფორმაციისთვის, სან-მარინოსთვის ეს ისტორიაში მეორე გამარჯვებაა, მაგრამ ის ერთი გუნდმა ამხანაგურ დაპირისპირებაში იზეიმა, როდესაც 2004 წელს იგივე ლიხტენშტეინი დაამარცხა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ამათზეა ნათქვამი მკვდარი მკვდარს აეკიდაო DD ისე ყოველთვის მიკვირდა რატომ არ ყავდა და არ ყავს სან მარინოს ნორმალური ნაკრები და გუნდები ? იტალიის შუაში არიან მოთავსებულები თვითონაც იტალიელები არიან საზღვარიც პირობითი აქვთ იტალიასთან და შეუძლიათ სახლიდან მეზობელ ქუჩაზე გადავიდნენ კაფეში და იტალიაში აღმოჩდებიან იმ კაფეში D უმაგრესი ცხოვრების დონით (ნეტავი მაგათი ნახევარი ცხოვრების დონე გვქონდეს)უმაგრესი სტადიონებით და ბაზებით და მარტო ფეხბურთში კი არა ყველა სახეობაში ფსკერზე არიან ერთადერთი მედალი აქვთ ოლიმპიადებზე მესამე ადგილი სროლაში D
zura222
01:34 07-09-2024
2
ვინმეს როცა დასცინი,შენ არ უნდა გახდე დასაცინი,მალტის დედაქალაქი რა შუაშია?
გულშემატკივარს
21:28 06-09-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული