ჯიქია დიდ გასამრჯელოს ითხოვს და შესაძლოა, ტაბიძის თანაგუნდელი გახდეს

AutoSharing Option
Sport24-ის ინფორმაციით, ამა წლის ივნისის შემდეგ უკლუბოდ დარჩენილი გიორგი ჯიქია ახალი ნავსაყუდელის პოვნას ვერ ახერხებს და ამის მიზეზი მის მიერ მოთხოვნილი მაღალი ხელფასია.

30 წლის ფეხბურთელს გასამრჯელოდ 800 000 ევროს მიღება სურს, რაზეც თურქულმა გუნდებმა უარი თქვეს და ჯერჯერობით შეთანხმება ვერც გაერთიანებული საემიროების წარმომადგენლებთან ხერხდება.

სიტუაციას ყურადღებით აკვირდება მახაჩყალის "დინამო", სადაც ახლახან საქართველოს ნაკრების მცველი ჯიმი ტაბიძე გადავიდა და შესაძლოა, ჯიქიას ოფიციალური შეთავაზებაც გაუგზავნოს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
სულ არ მაინტერესებს სად მოისვრის სპარტაკი იმ რუსეთუმე ჯიქიას,საერთოდ მკიდია რუსული ფეხბურთი და იქ მოთამაშე ქართველები
ა.ბ.
21:12 06-09-2024
6
მოსკოვის სპარტაკი არის გუნდი-საზიზღრობა.უხეშად,უაპელაციოდ შეუძლია მოისროლოს კაცი,ვინც წლების განმავლობაში გუნდს ერთგულად ემსახურებოდა.ასე გაუკეთეს ანანიძეს,ასე გაუკეთეს ეხლა ჯიქიას და იგივეს უკეთებენ რუსებსაც,მაგ ძიუბა.ასევე მოისროლეს მწვრთნელი რომანცევი,რომელმაც 10-ჯერ მოაგებინა ჩემპიონობა და ბევრი სხვა...
ბიჭებო,შორს სპარტაკისგან...
მირო
16:33 06-09-2024
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული