ჯიქია დიდ გასამრჯელოს ითხოვს და შესაძლოა, ტაბიძის თანაგუნდელი გახდეს

AutoSharing Option
Sport24-ის ინფორმაციით, ამა წლის ივნისის შემდეგ უკლუბოდ დარჩენილი გიორგი ჯიქია ახალი ნავსაყუდელის პოვნას ვერ ახერხებს და ამის მიზეზი მის მიერ მოთხოვნილი მაღალი ხელფასია.

30 წლის ფეხბურთელს გასამრჯელოდ 800 000 ევროს მიღება სურს, რაზეც თურქულმა გუნდებმა უარი თქვეს და ჯერჯერობით შეთანხმება ვერც გაერთიანებული საემიროების წარმომადგენლებთან ხერხდება.

სიტუაციას ყურადღებით აკვირდება მახაჩყალის "დინამო", სადაც ახლახან საქართველოს ნაკრების მცველი ჯიმი ტაბიძე გადავიდა და შესაძლოა, ჯიქიას ოფიციალური შეთავაზებაც გაუგზავნოს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
სულ არ მაინტერესებს სად მოისვრის სპარტაკი იმ რუსეთუმე ჯიქიას,საერთოდ მკიდია რუსული ფეხბურთი და იქ მოთამაშე ქართველები
ა.ბ.
06 სექტემბერი 2024 21:12
6
მოსკოვის სპარტაკი არის გუნდი-საზიზღრობა.უხეშად,უაპელაციოდ შეუძლია მოისროლოს კაცი,ვინც წლების განმავლობაში გუნდს ერთგულად ემსახურებოდა.ასე გაუკეთეს ანანიძეს,ასე გაუკეთეს ეხლა ჯიქიას და იგივეს უკეთებენ რუსებსაც,მაგ ძიუბა.ასევე მოისროლეს მწვრთნელი რომანცევი,რომელმაც 10-ჯერ მოაგებინა ჩემპიონობა და ბევრი სხვა...
ბიჭებო,შორს სპარტაკისგან...
მირო
06 სექტემბერი 2024 16:33
9
ვინც მე მიცნობს, კარგად იცის, რა აზრისა ვარ ღრუსებზე, მაგრამ ანანიძე მოისროლეს კი არა, სკამზე ჯდომაში უხდიდნენ 2 მილიონს 7~8 წელი. გადახედეთ ჯამში რამდენი თამაში აქვს ნათამაშევი ამ ხნის განმავლობაში, ამას ნიშნის მოგებით კი არ ვამბობ, პირიქით, ძალიანაც კარგია, რომ უხდიდნენ, უბრალოდ მოისროლესო ანანიძეო, იმისი პასუხია.
სიმართლე ღმერთს გაუხარდება
06 სექტემბერი 2024 17:03
2
ტაბიძეს დავიჯერო სხვა ვარიანტები არ ჰქონდაა?მოსკოვის დინამო მაინც ყოფილიყო,რა მახაჩყალის დინამო???რავი თავისი ამბისა თვითონ იცის.ისე რა მაგარი ტიპები ვართ კაცს ფეხბურთის თამაში უნდა და ცოტა ფულიც.აბა ახლა ეგ რო მანდ დიდი სიყვარულით და სიხარულით არ წავიდოდა სათამაშოდ კი ვიცით.უბრალოდ მახაჩყალის დინამოს გარდა სადმე უზბეკეთში რომ ეთამაშა ეგ ჯობდა:დ
აბგდ
06 სექტემბერი 2024 15:14
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული