მემფის დეპაი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს

AutoSharing Option
ნიდერლანდების ნაკრების შემტევი მემფის დეპაი კარიერას "კორინთიანსში" გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას O Globo ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მემფისი ბრაზილიურ კლუბთან 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, ხელფასის სახით კი ყოველწლიურად 5 მილიონ ევროს მიიღებს.

დეპაის შეთავაზებები ევროპული კლუბებისგანაც ჰქონდა, თუმცა ყველა მათგანი იუარა.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, "კორინთიანსს" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელის, ანტონი მარსიალის დამატებაც სურს, ფრანგი ამჟამად თავისუფალი აგენტია.

დეპაი ბოლოს მადრიდის "ატლეტიკოს" ღირსებას იცავდა, გასულ სეზონში მან "ინდიელთა" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 31 მატჩი ჩაატარა, თავი კი 9 გატანილი გოლითა და
2 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

alt"მე და დეპაი ერთმანეთს ტუჩებში ვკოცნით" - ვან გაალმა დი მარიას უპასუხა

მკითხველის კომენტარები / 1 /
კიდევ ერთი ჩაფუშული სტარი.
სოსო
13:35 07-09-2024
0

სიახლეები პოპულარული