პირობით მასპინძლებს ტრავმირებული თავდამსხმელი დოვბიკი ვერ დაეხმარა. პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და 0:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ უკრაინა კონოპლიამ დააწინაურა, თუმცა მალე მეკარე ტრუბინს ისმაილიმ და ასანიმ გაუტანეს და ალბანეთმა გამარჯვება მოიპოვა.
ჯგუფში მომდევნო ტური 10 სექტემბერს გაიმართება: ალბანეთი საქართველოს, ჩეხეთი კი უკრაინას უმასპინძლებს.
ალბანეთის და საქართველოს ნაკრებების მატჩი ტირანას 22-ათასიან „აირ ალბანიაზე“ 22:45 საათზე დაიწყება.
პრაღა. „ეპეტ არენა“
უკრაინა - ალბანეთი 1:2
გოლები: 1:0 კონოპლია (49), 1:1 ისმაილი (54), 1:2 ასანი (66)
4:1. საქართველომ ჩეხეთი დაჯაბნა და ერთა ლიგის გათამაშება ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო! [VIDEO]