საქართველოსთან შეხვედრამდე ალბანეთმა უკრაინას მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის პირველ ტურში, B ლიგის 1 ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, ალბანეთმა უკრაინა 2:1 დაამარცხა.

პირობით მასპინძლებს ტრავმირებული თავდამსხმელი დოვბიკი ვერ დაეხმარა. პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და 0:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ უკრაინა კონოპლიამ დააწინაურა, თუმცა მალე მეკარე ტრუბინს ისმაილიმ და ასანიმ გაუტანეს და ალბანეთმა გამარჯვება მოიპოვა.

ჯგუფში მომდევნო ტური 10 სექტემბერს გაიმართება: ალბანეთი საქართველოს, ჩეხეთი კი უკრაინას უმასპინძლებს.

ალბანეთის და საქართველოს ნაკრებების მატჩი ტირანას 22-ათასიან „აირ ალბანიაზე“ 22:45 საათზე დაიწყება.

პრაღა. „ეპეტ არენა“
უკრაინა - ალბანეთი 1:2
გოლები:
1:0 კონოპლია (49), 1:1 ისმაილი (54), 1:2 ასანი (66)

alt4:1. საქართველომ ჩეხეთი დაჯაბნა და ერთა ლიგის გათამაშება ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
დიდება საქართველოს!!!
ზვიადი
02:00 08-09-2024
0
მე მჯერა ჩვენი ნაკრების და ალბანეთში აუცილებლად გავიმარჯვებთ.
ზვიადი
01:59 08-09-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული