"ნაპოლიმ" მოიშორა ფეხბურთელი, რომელიც ლუკაკუზე ბევრად კარგი მოთამაშეა" - ანტონიო კასანო

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა.

"რეალის" ყოფილი ფორვარდის თქმით, "პარტენოპეი" ვიქტორ ოსიმენს ცუდად მოექცა და ფიქრობს, რომ ნიგერიელი რომელუ ლუკაკუზე უკეთესი ფეხბურთელია.

"ჩემპიონობა, რომელიც მან "ნაპოლის" მოუტანა, მსგავს კონტრაქტს ნამდვილად იმსახურებდა. თუმცა კლუბმა ის მოიშორა და "გალათასარაიში" გაუშვა, ვინ დარჩა წაგებული ამ სიტუაციიდან? რა თქმა უნდა, "პარტენოპეი". ოსიმენი ბევრად უფრო ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრე ლუკაკუ. გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე გუნდის მწვრთნელს, ანტონიო კონტეს ეკუთვნის და მას ბელგიელთან მუშაობა სურდა", - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, ოსიმენი "გალათასარაის" ღირსებას ერთი სეზონის განმავლობაში, იჯარის
წესით დაიცავს, თურქულ კლუბს ფორვარდის გამოსყიდვის უფლება არ აქვს.

alt"პრეზიდენტმა ოსიმენის ტრანსფერზე ეს გააკეთა და არაბებმა დე ლაურენტისი სასქესო ორგანოზე გაუშვეს" - კასანომ ნიგერიელის ტრანსფერსა და კონტეს ფაქტორზე ისაუბრა

alt"ნაპოლი" და "ლაციო" მეშვიდე ადგილისთვის იბრძოლებენ, რაც შეეხება ჩემპიონატის ფავორიტებს..." - კასანო

alt"კატასტროფის მიზეზი ავტოგოლის გამტანი დე ლაურენტისია - კონტე გუნდს დააყენებს" - კასანოს და მოჯის პროგნოზი

მკითხველის კომენტარები / 1 /
კვარაცხელიას გარეშე ოსიმენი არაფერი არაა. ამას ბევრი ჯერ კიდევ ვერ ხვდება. მაგრამ მალე მიხვდება
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
17:06 08-09-2024
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული