კაცნაკლულმა ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა - დანიამ სერბეთს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის A4 ჯგუფში მეორე ტური გაიმართა.

ესპანეთმა, რომელიც მე-20 წუთზე ლე ნორმანის გაძევების გამო რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, გასვლაზე შვეიცარიას 4:1 მოუგო. დანიამ კი საკუთარ მოედანზე სერბეთს 2:0 სძლია.

ჯგუფში 6 ქულით ლიდერი დანიაა, მეორე ადგილზე 4 ქულით ესპანეთია, მესამეზე 1 ქულით - სერბეთი, მეოთხეზე კი უქულო შვეიცარიაა.

12 ოქტომბერს სერბეთი შვეიცარიას, ხოლო ესპანეთი დანიას უმასპინძლებს.

ჟენევა. „სტად დე ჟენევი“

შვეიცარია - ესპანეთი 1:4
გოლები: 0:1 ხოსელუ (4), 0:2 ფაბიან რუისი (13), 1:2 ამდუნი (41), 1:3 ფაბიან რუისი (77), 1:4
ფერან ტორესი (80)
გაძევება: ლე ნორმანი (20, ესპანეთი)

კოპენჰაგენი. „პარკენი“

დანია - სერბეთი 2:0
გოლები: 1:0 გრენბეკი (36), 2:0 პოულსენი (61)

alt"ესპანეთი რასისტული ქვეყანა არ არის" - დე ლა ფუენტემ ვინისიუსს უპასუხა

მკითხველის კომენტარები / 1 /
უნიკალური გუნდია ესპანეთი, შვეიცარიის დონის გუნდთან 10 კაცით დარჩე და კიდევ 2 გოლი გაუტანო მეტოქეს დამატებით ეს მართლაც გრანდებს შეუძლიათ მხოლოდ.
ირაკლი
18:13 09-09-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული