"მისი "ჩელსიში" ტრანსფერი თითქმის შემდგარი იყო, გეტყვით, ხელი რამ შეგვიშალა; იანვარში ახლიდან ვეცდებით..." - ობი მიკელმა ოსიმენზე ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯონ ობი მიკელმა თანამემამულე ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა. მიკელმა Obionepodcast-ში განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში კლუბები ვიქტორის ტრანსფერზე თითქმის შეთანხმებულები იყვნენ, თუმცა გარიგების დასასრულებლად დრო საკმარისი აღარ იყო.

"სიცრუეა, რომ ოსიმენმა "ჩელსიში" ტრანსფერზე უარი თქვა, ის ამ გუნდში თამაშზე კვლავ ოცნებობს. ასე ვიტყვი, "ჩელსიმაც" და "ნაპოლიმაც" გარიგების დასასრულებლად დიდი სამუშაო გასწიეს, ისევე, როგორც ოსიმენის წარმომადგენლებმა, შეთანხმება თითქმის ყველა დეტალზე შედგა, თუმცა გარკვეული პროცედურების გასავლელად საკმარისი დრო აღარ დარჩა. იანვარში მოლაპარაკებები გაგრძელდება სწორედ იქიდან, სადაც შევჩერდით. ვიქტორი
პრემიერლიგაში თამაშზე ოცნებობს", - განაცხადა მიკელმა.

შეგახსენებთ, ოსიმენი ამჟამად იჯარის წესით "გალათასარაიში" ასპარეზობს, თურქულ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება არ აქვს. იანვრიდან ვიქტორის მსურველ კლუბებს ფეხბურთელის შეძენა 75 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

altიჯარა შესაძლოა ზამთარშივე შეწყდეს - ცნობილი გამოცემა ოსიმენის საიჯარო ხელშეკრულების აქამდე უცნობ პუნქტზე წერს

მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიან მაგარი აგენტი ყავს ოსიმენს ! ნეტევი ხვიჩასაც ეგეთი ყავდეს ეხლა ან ბარსაში იქნებოდა ან ლივერპულში
zura222
15:25 09-09-2024
28
ისე ამის და კვარას ბავშვობის ოცნებაა ჩელსიში თამაში...მუტრუკზე უკეთესები მაინც იქნებიან
ჟორა
18:05 09-09-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული