"სიცრუეა, რომ ოსიმენმა "ჩელსიში" ტრანსფერზე უარი თქვა, ის ამ გუნდში თამაშზე კვლავ ოცნებობს. ასე ვიტყვი, "ჩელსიმაც" და "ნაპოლიმაც" გარიგების დასასრულებლად დიდი სამუშაო გასწიეს, ისევე, როგორც ოსიმენის წარმომადგენლებმა, შეთანხმება თითქმის ყველა დეტალზე შედგა, თუმცა გარკვეული პროცედურების გასავლელად საკმარისი დრო აღარ დარჩა. იანვარში მოლაპარაკებები გაგრძელდება სწორედ იქიდან, სადაც შევჩერდით. ვიქტორი
შეგახსენებთ, ოსიმენი ამჟამად იჯარის წესით "გალათასარაიში" ასპარეზობს, თურქულ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება არ აქვს. იანვრიდან ვიქტორის მსურველ კლუბებს ფეხბურთელის შეძენა 75 მილიონ ევროდ შეეძლებათ.