გიორგი ჯიქიას უგუნდობა დასრულდა

AutoSharing Option
რუსეთში სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს უგუნდოდ მყოფი 30 წლის მცველი გიორგი ჯიქია მოსკოვის ოლქის "ხიმკის" ფეხბურთელი გახდა.

ჯიქიას 1+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმეს და მისი ყოველთვიური გასამრჯელო 4.5 მილიონი რუბლი (45 ათასი ევრო) იქნება.

ჯიქია 2017 წლიდან "სპარტაკში" თამაშობდა, რომლის შემადგენლობაში 215 მატჩში მიიღო მონაწილეობა და რუსეთის ჩემპიონი, თასის და სუპერთასის მფლობელი გახდა. 8 მაისს მოსკოვურმა კლუბმა გამოაცხადა, რომ მას ხელშეკრულება არ გაუგრძელეს.

Transfermarkt-ის მიხედვით, ჯიქიას ფასი 3.5 მილიონი ევროა. რუსეთის ნაკრებში მან 44 მატჩში 2 გოლი გაიტანა და ბოლოს კაპიტანიც
იყო.

"ხიმკი" 7 ტურის შემდეგ რუსეთის პრემიერლიგაში 6 ქულით მე-13 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
შეიძლება არ მოგწონდეს ეს ბიჭი, მაგრამ ვის რა გიღალატათ ასეთი, რომ მოღალატეს ეძახით. ან საქართველოს უღალატა თუ რა ჩაიდინა ასეთი? ან ვინმე მოატყუა? უფასო ფულს დაპირდა ვინმეს,ტარიფების და საწვავის გაიაფებას თუ ევროპელების დემოკრატიით გაკვირვებას?? დაიბადა იქ სადაც არის და თამაშობს იქ. თქვენ რა დაგაკლდათ ამით?
დავით 67
01:38 14-09-2024
2
არ გვაინტერესებს
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული