"მწვრთნელობა სწორედ ამის გამო არ მსურს"- კრიშტიანო რონალდო

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ ყოფილ თანაგუნდელ რიო ფერდინანდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას არ აპირებს.

პორტუგალიელის თქმით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები მწვრთნელებს არ უსმენენ.

"ახალი თაობის მიმართ ენთუზიაზმი არ გამაჩნია, მწვრთნელობა ამიტომ არ მსურს.

მათთვის ჩვენი გამოცდილების გაზიარება არაფერს ნიშნავს. მათ ჰგონიათ, რომ ყველაფერი იციან და თვლიან, რომ "ინსტაგრამიდან" და "ტიკტოკიდან" ფეხბურთისადმი საჭირო ცოდნას მიიღებენ.

მე სულ სხვა ხედვები მაქვს, სიმართლე გითხრათ, ბიზნესზე ვფიქრობ. მსურს ვისწავლო ისეთი რაღაცები, რომლის შესახებაც ახლა არაფერი ვიცი.
ასე რომ, როცა საფეხბურთო კარიერას დავასრულებ, ჩემს ბიზნესს მეტ დროს დავუთმობ", - განაცხადა 39 წლის პორტუგალიელმა.

alt"ეკრანზე ორი ვირთხის აზრის გამო კარიერას არ დავასრულებ" - კრიშტიანო რონალდო კრიტიკოსებზე

alt"ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მასზე დამოკიდებულები არ ვართ" - პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდოზე

altპაპარაცების კადრი უკანალზე შეხების მომენტში - რონალდოსა და ჯორჯინა როდრიგესის ფოტო ვირუსულად ვრცელდება [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
იმედია ახალგაზრდა ფეხბურთელები დაფიქრდებიან ამ ნათქვამზე!
გიორგი
14 სექტემბერი 2024 14:05
0
რაც არუნდა თქვან მაინც ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია მესისთან ერთად
მოქალაქე
14 სექტემბერი 2024 16:38
2
გაიგეთ ქართველო სპორტსმენებო ?
დავით 67
14 სექტემბერი 2024 17:21
0
ყველაფერი ის ახალი, რაც ძველ ფესვებზე არ დგას, დღენაკლულია.
ჟორა გაბრიჭიძე
14 სექტემბერი 2024 14:53
3
ყოფნა არ ყოფნა, საკითხავი აი ეს არის
ეეხ
14 სექტემბერი 2024 16:00
0
ფესვებს გააჩნია, ჟორიკ.
მამუკა
14 სექტემბერი 2024 17:33
3
პოლიტიკაში წადი ქართველი სპორტსმენებივით!!
!!!
14 სექტემბერი 2024 14:20
9
სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია! ხისთავიანები )
გია_544
14 სექტემბერი 2024 17:45
3
ყველა დიდი ფეხბურთელი დიდი მწვრთნელი რომ ვერ იქნება ახალი ამბავი არ არის, მიუხედავად დიდი პატივისცემისა მის მიმართ მწვრთნელის თვისებები ნამდვილად არ გააჩნია, ურთიერთობების დამყარება უჭირს და ამის გაწვრთნილ გუნდში სულ მუდამ დაძაბული სიტუაცია იქნება, ფაქტია რომ ყველას მოსთხოვს იმას რასაც თვითონ აკეთებდა, მაგრამ არა მგონია ყველამ შეძლოს ამის გაკეთება, ზუსტად ამაზე აკეთებს აქცენტს რომ ახალგაზრდები სხვის რჩევებს არ იზიარებენო
მამუკა
14 სექტემბერი 2024 21:29
1
ფეხბურთში დაბერდა და უნდა ისწავლოს ისეთი რამ რაც არ იცის სამაგიეროდ კალამ რომ დაამთავრა კარიერა ყველაფერი იცოდა და პირველი სამსახური მინისტრობიდან დაიწყო
უშანგა
14 სექტემბერი 2024 20:46
6
მართლაც უშანგა ხარ :))))))))
Pepelu
14 სექტემბერი 2024 21:53
8
100%
I
14 სექტემბერი 2024 22:22
0
ბუტკას გახსნის,სიგარეტი ღერებით და ჩამოსასხმელი ღვინო.ფეხსაცმელების შეკეთება,გასაღების გამრავლება-პოტენციალი დიდია
Levani
14 სექტემბერი 2024 15:16
20
შენს თავს მიხედე!
რონალდო კი გახსნის რასაც უნდა იმას, მარა შენ რა გეშველება?
მთელი ცხოვრება კლავიატურის ჩხაკუნით ღვარძლს გადმოანთხევ?
Levani-ს
14 სექტემბერი 2024 17:01
0

სიახლეები პოპულარული