მხოლოდ სამედიცინო შემოწმება დარჩა - რაბიო ლიგა 1-ში ბრუნდება

AutoSharing Option
ფრანგი ფეხბურთელი ადრიენ რაბიო ლიგა 1-ში ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 29 წლის ნახევარმცველი "მარსელთან" 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

რამდენიმე საათში რაბიო სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ახალ კლუბს ოფიციალურად შეუერთდება.

შეგახსენებთ, რაბიოს წინადადებები საუდის არაბეთისა და თურქეთის ჩემპიონატიდანაც ჰქონდა, თუმცა ადრიენმა ყველა წინადადება იუარა. ბოლოს ფრანგი "იუვენტუსში" ასპარეზობდა, იქამდე კი "პარი სენ ჟერმენის" ღირსებას იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვერ მივხვდი, ხომ დაიკეტა სატრანსფერო ფანჯარა?
Noko
14:44 16-09-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული