"რამდენი გოლიც უნდა გაიტანოს, ამ ბიჭმა ფეხბურთის თამაში არ იცის" - კასანო რონალდოზე

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-სთან ინტერვიუში მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, კრიშტიანო რონალდოს შესახებ ისაუბრა.

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი გააკრიტიკა.

"არ მაინტერესებს, სულ რომ 3000 გოლი გაიტანოს, მაინც ყოველთვის ვიტყვი, რომ ამ ბიჭმა ფეხბურთის თამაში არ იცის. 90 წუთის განმავლობაში მხოლოდ იმაზე ფიქრობს, გოლი როგორ გაიტანოს. იგუაიანს, აგუეროს, ბენზემას ლევანდოვსკის, იბრაჰიმოვიჩსა და სუარესს ფანები კრიშტიანოზე დაბალი დონის ფეხბურთელებად მიიჩნევენ, თუმცა რეალობა სულ სხვაა. ისინი რონალდოზე უკეთესები არიან, იცით, რატომ? ეს ბიჭები გუნდისთვის პორტუგალიელზე მეტს აკეთებდნენ", -
განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, 39 წლის ფორვარდი ამჟამად "ალ ნასრის" ღირსებას იცავს, მიმდინარე სეზონში რონალდომ არაბული კლუბის მაისურით ჯამში 6 მატჩი ჩაატარა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და 2 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altპიოლი: რონალდო მესის ამის გამო სჯობს

altარც ფერგიუსონი და არც ზიდანი - რომელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით აქვს კრიშტიანო რონალდოს ყველაზე მეტი გოლი გატანილი

alt"ამ თაობის ერთ-ერთი საუკეთესო გახდება" - კრიშტიანო რონალდო ლამინ იამალზე

alt"მის რჩევებსა და მითითებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ, ის ხომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა" - "ალ ნასრის" სპორტულმა დირექტორმა კრიშტიანო რონალდოზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 21 /
მამალი რომ ამბობს,მე ვიყივლებ და გინდ გათენდეს,გინდ არაო,ასეა მისი საქმე.შენ რომ ამბობ,მაგრამ მაგით რა?!
სოსო
17:44 27-09-2024
0
გოლის გატანა გუნდისათვის არაფერს ნიშნავს?
ხუმარას
14:08 27-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული