რამდენიმე კვირის წინ იტალიურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ "ნაპოლიდან" "გალათასარაიში" განათხოვრებული ვიქტორ ოსიმენი შესაძლოა, "პარტენოპეის" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე უკან დაებრუნებინა და სხვა ევროპულ კლუბში სრულფასოვანი ტრანსფერით გაესხვისებინა.
ამასთან დაკავშირებით თურქული კლუბის დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა იბრაჰიმ ჰატიპოღლუმ ისაუბრა და აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.
ჰატიპოღლუს თქმით, ოსიმენი "გალათასარაიში" ივნისის ბოლომდე დარჩება.
"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ოსიმენი იანვარში არსად წავა, ეს სიცრუეა. ვიქტორი ჩვენთან ივნისის ბოლომდე დარჩება, რა მოხდება მომავალში? ამას ერთად ვნახავთ", - განაცხადა ჰატიპოღლუმ.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ვიქტორ ოსიმენმა "გალათასარაის" რიგებში
2 მატჩში 2 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.
ოსიმენი "გალათასარაის" ფანთა კერპი გახდა და იტალიური კლუბი ეპატიჟება
"იკარდისგან ბევრი რამის სწავლას ვაპირებ, მე და ბაჩუაი ერთმანეთს გავაუმჯობესებთ" - ოსიმენის კომენტარი "გალათასარაიში" დებიუტის შემდეგ
იჯარა შესაძლოა ზამთარშივე შეწყდეს - ცნობილი გამოცემა ოსიმენის საიჯარო ხელშეკრულების აქამდე უცნობ პუნქტზე წერს