რაფაელ ვარანმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა რაფაელ ვარანმა 31 წლის ასაკში კარიერა დაასრულა.

მცველი კარიერის დასაწყისში ფრანგული "ლანსის" ღირსებას იცავდა (2010-2011), მისი შემდეგი კლუბი მადრიდის "რეალი" იყო (2011-2021), ხოლო 2021 წლიდან ის "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებს შეუერთდა.

ბოლო პერიოდში ხშირი ტრავმიანობის გამო ფეხბურთელის მომავალი ბუნდოვნად არაბეთისკენ  მიგვანიშნებდა, თუმცა ვარანმა არჩევანი სერია "ა"-ში ახლად დაწინაურებულ "კომოზე" გააკეთა, თუმცა ვერა და ვერ შეძლო მწვანე მინდორზე დაზიანების გარეშე დაბრუნება. საბოლოოდ კი ფაბრიციო რომანომ ფრანგის შესახებ კარიერის დასრულება გვაცნობა.

რაფაელ ვარანის მონაგარი:

- 573 თამაში
- 26 გოლი
- 8 საგოლე გადაცემა
- მსოფლიო ჩემპიონატი
- ერთა ლიგა
- 4 ჩემპიონთა ლიგა
- 3 სუპერთასი
- 4 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი
- 3 ლა ლიგა
- 3 ესპანეთის სუპერთასი
- კოპა დელ რეი
- FA თასი
- ლიგის თასი

მომზადებულია გიორგი ყარმაზანაშვილის მიერ
მკითხველის კომენტარები / 1 /
წამოვიყვანოთ ტორპედოში
0

სიახლეები პოპულარული