ბოლო სეზონი მაიამის "ინტერში" - მესი აშშ-იდან მიდის და მის ახალ კლუბზეც დაიწერა

AutoSharing Option
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, ლიონელ მესი მაიამის "ინტერში" ბოლო სეზონს ატარებს და 2025 წელს კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ამავე წყაროს ცნობით, 37 წლის ვარსკვლავს ახალი გუნდი უკვე არჩეული აქვს და ეს არგენტინული "ნიუელს ოლდ ბოისი" იქნება, სადაც ლეო კარიერას იწყებდა, შემდეგ კი 2000 წელს "ბარსელონას" აკადემიას მიაშურა.

მაიამის "ინტერი" MLS-ის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ჩემპიონატის ლიდერია, რითაც რეგურალური ჩემპიონატის შემდეგ პლეი-ოფის საგზური და 1/8-ფინალში თამაში გარანტირებული აქვს.

შეხსენებისთვის, მესი ამერიკული გუნდის ღირსებას 2023 წლიდან იცავს. მან ჯამში MLS-ის
21 შეხვედრაში ითამაშა და 15 გოლი შეაგდო.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ლაპორტა, შენ შეგ**ცა მთელმა ესპანეთმა, ლეოს გაშვებისთვის! ლეოს ბუცები ბარსაში უნდა ჩამოეკიდა და არა სხვა კლუბებში. ვინ ვინა და ლეო ამას იმსახურებდა?! ლევანდოვსკი უნდა ჯეჯილობდეს მანდ და ლეო არა? თქვენი უმადურის დედაც... მოდი და გადაყევი ასეთ უმადურებს.
ასეა!
13:27 26-09-2024
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული