ანტუან გრიზმანმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგმა შემტევმა ანტუან გრიზმანმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. 33 წლის ფეხბურთელმა ამის შესახებ განცხადება სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.

"მადლობა ყველა მოგონებისთვის, ეს ჩემი ცხოვრების შესანიშნავი თავი იყო. ახლა კი დროა, დაგემშვიდობოთ", - დაწერა გრიზმანმა სოციალურ ქსელში.

გრიზმანმა საფრანგეთის ნაკრების მაისურით ჯამში 137 მატჩი გამართა, თავი კი 44 გატანილი გოლით გამოიჩინა. იგი საფრანგეთის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მეოთხე ადგილს იკავებს.

ანტუანი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

altდელ პიერო: ჩემი აზრით, გრიზმანი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია

altგრიზმანი:

"ბარსელონაში" გადასვლით დიდი შეცდომა დავუშვი

altერთი გოლი საუკეთესოობამდე - გრიზმანი ლუის არაგონესს გაუთანაბრდა

მკითხველის კომენტარები / 2 /
მშვიდობით ანტუან. შენ ბოლო ათწლეულის საფრანგეთის ნაკრების დარტანიანი იყავი. ძნელი იქნება უშენოდ სარანგეთის ნაკრების თამაშების ყურება მაგრამ რას იზამ, დრო ულმობელია.
მალხაზ ჯობავა
15:39 30-09-2024
0
ჩემი აზრით,მისი სტილის ფეხბურთელისათვის 33 წელი,კრიტიკული ასაკი არ არის,გრიზმანისათვის კი,უფრო მეტადაც.თავისუფლად ითამაშებდა,მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატსაც.
უფრო მგონია,რომ დღევანდელი საფრანგეთის ნაკრების სათამაშო სტილისაგან სიამოვნებას ვეღარ იღებდა და ამიტომ გადაწყვიტა,წასვლა.აღარავის მოსწონს მათი თამაში,მაგრამ მოთამაშეთა მაღალი კლასის გამო,გარკვეულ წარმატებებს მაინც აღწევენ და ამის გამო,ნაკრების თამაშში ცვლილებები არ ხდება.განახლებაა საჭირო და გრიზმანმა ეს იგრძნო.
სოსო
16:09 30-09-2024
0

სიახლეები პოპულარული