თურქეთში ქალ მსაჯს 37 წლით უფროს მამაკაცთან სექსის გამო სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს

AutoSharing Option
თურქეთში 24 წლის ქალ არბიტრს ელიფ კარაარსლანს სექსის გამო სამუდამოდ აუკრძალეს მსაჯობა, - იტყობინება bursadabugun-ი.

საქმე ისაა, რომ კარაარსლანს თამაშის დასრულების შემდეგ სექსი ჰქონდა მატჩის 61 წლის ინსპექტორთან ორჰან ერდერიმთან. ვიდეო თავად ელიფმა გამოქვეყნა ინტერნეტში და სადისციპლინო კომიტეტის ექვსივე წევრმა მის სამუდამო დისკვალიფიკაციას დაუჭირა მხარი.

ერდერიმმა განაცხადა, რომ მსაჯებთან "რომანტიკული ურთიერთობა" კანონით აკრძალული არ არის და ისიც სამუდამო დისკვალიფიკაცით დასაჯეს, თუმცა ამაზე ნაკლებად დარდობს, რადგან ამბობს, რომ მისი კარიერა ისედაც დასასრულს მიუახლოვდა და უფრო მორალური ზიანი მიიღო.

Sportall.Ge

კარაარსლანმა თქვა, რომ ვიდეო
მან კი არა, არამედ სხვა ქალმა გამოაქვეყნა, სარჩელი საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანა, მაგრამ დისკვალიფიკაცია არ შეუმსუბუქეს.

ელიფი სტამბოლელია, "ლიბადეში", "ბაკირკეი გენჩლიკსპორსა" და "ბეშიქთაშში" თამაშობდა, მსაჯობა ცოტა ხნის წინ დაიწყო და დასრულება მალევე მოუწია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ სურათზე ეს კაცი მაგრად ჰგავს რამაზ საყვარელიძეს
gabo
01:27 08-10-2024
0
Რუსმა ნატაშებმა ასწავლეს ანტალიაში . Სურიკ222 ტვოი ხოდ !
კაზაკის ნოგაიკა
01:15 08-10-2024
1

სიახლეები პოპულარული