"ფეხბურთს მოენატრები, ფენომენო" - მესი ინიესტას დაემშვიდობა

AutoSharing Option
გუშინ, 7 ოქტომბერს, ანდრეს ინიესტამ საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

ინიესტას ყოფილმა თანაგუნდელმა ლიონელ მესიმ ანდრესს მადლობა სოციალური ქსელის საშუალებით გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

"ერთ-ერთი ყველაზე მაგიური თანაგუნდელი, რომელიც ოდესმე მყოლია. მასთან ერთად თამაში ძალიან სასიამოვნო იყო. ანდრეს, ფეხბურთს ძალიან მოენატრები, ისევე როგორც ჩვენ ყველას. 

ყოველთვის საუკეთესოს გისურვებ, ფენომენო!", - დაწერა მესიმ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ბოლოს ინიესტა "ემირეითსში" თამაშობდა, ანდრესი "ბარსელონაში" ცხრაჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ექვსჯერ თასის მფლობელი და ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

2010 წელს ინიესტამ ესპანეთის ნაკრების რიგებში
მსოფლიოს ჩემპიონატი, 2008 და 2012 წლებში კი ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

altინიესტამ ფეხბურთელის კარიერის დასრულება დაადასტურა

altდიდებული ისტორია მთავრდება - ინიესტა კარიერას ასრულებს

altინიესტამ თქვა, სურს თუ არა "ბარსელონას" მწვრთნელობა

altინიესტამ გეი ფეხბურთელებს ქამინგაუთისკენ მოუწოდა
 

მკითხველის კომენტარები / 5 /
გენიოსის ფასი,ყველაზე კარგად,მეორე გენიოსმა იცის!
სოსო
20:02 14-10-2024
0
ფეხბურთის მაესტრო..რომალდინიოს,,ზიდანის..ხავის..პირლოს..ამ სუპერ ნახევარმცველების თაობაშიც კი ბრწყინავდა..მისი დახვეწილი სტილი ისტორიას დარჩება..
კიეზა
10:55 09-10-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული