"ალ ნასრის" მცველმა აიმერიკ ლაპორტმა Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში გადატვირთული კალენდარის შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ფეხბურთელები ამის შესახებ უფრო და უფრო ბევრს საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ეს მათ ფიზიკურ კონდინციებზე უარყოფითად აისახება.
ლაპორტის თქმით, თუ მდგომარეობა არ შეიცვლება, მოთამაშეებმა გაფიცვის გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.
"თუ გვინდა რომ ეს ყველაფერი შევაჩეროთ, გაფიცვა ერთადერთი გამოსავალია. წლიდან წლამდე სიტუაცია უფრო და უფრო უარესი ხდება. ჩვენზე არ ზრუნავენ, მათ მხოლოდ ფული აინტერესებთ, მატჩების ხარისხი კი არ აინტერესებთ", - განაცხადა ლაპორტმა.
16:44 10-10-2024
"თუ გვინდა რომ ეს შეჩერდეს, უნდა გავიფიცოთ" - ლაპორტი გადატვირთულ კალენდარზე
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ამბობს ის ვინც ფულის გამო საუდის ლიგაშია გადაბარგებული :)
9
12
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული