"მოვა დრო, რუსებთან თამაშზე ყველა იოცნებებთ!" - თეთრაძე პაკისტანთან შეხვედრის გაუქმებას და სანქციებს გამოეხმაურა

AutoSharing Option
რუსეთისა და პაკისტანის ნაკრების დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრა გაუქმდა და შედეგად, რუსეთი მეტოქის გარეშე დარჩა. ყველაფერი ასე დაიწყო, რამდენიმე დღის წინ რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალურმა მდივანმა მაქსიმ მიტროფანოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ნაკრებს 11 ოქტომბერს პაკისტანთან უნდა ეთამაშა.

ამის მერე 8 ოქტომბერს პაკისტანის ფეხბურთის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მუჰამედ იაშალმა Match TV-ს განუცხადა, რომ რუსეთში სათამაშოდ სხვა ფეხბურთელებს გააგზავნიდნენ და არა ოფიციალურ გუნდს.

9 ოქტომბერს რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კარპინმა კი უპასუხა, რომ ამხანაგური შეხვედრის ჩატარებას აზრი აღარ ქონდა. ამ ყოველივეს შესახებ
"ჩემპიონატი" "საბურთალოს" ყოფილ მწვრთნელ ომარ თეთრაძეს დაეკითხა, რომელმაც შემდეგი განაცხადა:

"რუსებს პაკისტანელებთან, რომ ეთამაშათ, სრული აბსურდი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სანქციების ქვეშ ვართ, რუსეთის ნაკრებს ასე არ უნდა მოექცნენ. ეს უკვე ერთგვარი უპატივცემულობაა.

კარპინმა ყველაფერი სწორად თქვა, ჯობია ასეთი მატჩები არ ვითამაშოთ. რა აზრი აქვს ადგილობრივ კლუბებთან, განსაკუთრებით მედია ლიგის გუნდებთან თამაშს?! - ეს რუსეთის ნაკრებია!

ვფიქრობ, დადგება დრო, როდესაც ყველა ქვეყანა იოცნებებს რუსეთის ნაკრებთან თამაშზე. ეს დრო მოვა!", - თქვა თეთრაძემ.

უფრო შორს წავიდა და მძაფრი შეფასება მისცა მომხდარს რუსეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა იგორ კორნეევმა. როგორც მან MATCH PREMIER TV-ს განუცხადა, პაკისტანელები მუხლის ჩოქებზე უნდა დადგნენ, რათა რუსები მათ ეთამაშნონ.
მკითხველის კომენტარები / 60 /
"ზოგიერთი ქართველი სადაც გაძღა, იქ სამშობლო ეგონა"!!
ოტია იოსელიანი
17:56 15-10-2024
0
ქართული გვარი არ ნიშნავს ქართველს!!!ეს ბევრჯერ დამტკიცდა
ბექა
17:24 15-10-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული