ჩეხეთმა ალბანეთს მოუგო და საქართველოს ნაკრებს დაეწია

AutoSharing Option
ერთა ლიგის B1 ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, ჩეხეთმა საკუთარ მოედანზე ალბანეთი 2:0 დაამარცხა.

ორივე გოლი „სლავიას“ თავდამსხმელმა ტომაშ ხორიმ გაიტანა.

B1 ჯგუფში 6-6 ქულა საქართველოს და ჩეხეთს აქვთ, 3-3 კი ალბანეთს და უკრაინას.

14 ოქტომბერს ჩეხეთი ვროცლავში უკრაინას, ალბანეთი კი თბილისში საქართველოს დაუპირისპირდება.

პრაღა. „ეპეტ არენა“
ჩეხეთი - ალბანეთი 2:0
გოლები: 1:0 ხორი (3), 2:0 ხორი (63)

altსაქართველოს ნაკრები უკრაინასთან 0:1 დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული