მესის მორიგი ისტორიული მაჩვენებელი - მაიამის "ინტერმა" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მიწვევა მიიღო

AutoSharing Option
MLS-ის რეგურალური ჩემპიონატის ბოლო ტურში მაიამის "ინტერმა" საკუთარ მოედანზე "ნიუ ენგლანდი" 6:2 გაანადგურა, მასპინძელთა არგენტინელმა ლიდერმა ლიონელ მესიმ კი ჰეთ-თრიქი მიითვალა, რითაც მაიამური გუნდის ყველა დროის ბომბარდირი გახდა.

37 წლის ვარსკვლავს "ინტერის" ფორმით ყველა ტურნირზე 33 გოლი მოუგროვდა. აქამდე რეკორდი ეკვადორელ შემტევ ლეონარდო კამპანიას ეკუთვნოდა, რომლის ანგარიშზეც 32 ზუსტი დარტყმა იყო.

ინფორმაციისთვის, ზემოთ აღნიშნული მატჩის დასრულების შემდეგ, მაიამელებმა FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსგან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მიწვევა მიიღეს, რომელიც ახალი ფორმატით მომავალ ზაფხულს აშშ-ში გაიმართება.

ინფანტინომ თქვა, რომ "ინტერი" იქნება ის
ერთადერთი კლუბი, რომელიც მასპინძელის კვოტით ტურნირზე იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ლეო მესი! უნიკალური, უნიჭიერესი, ბრწყინვალე ფეხბურთელი!!!!!!!!!!!!
ბრავო!
14:56 20-10-2024
1
იმაზე კი არააა საქმე და ფორმატიც ერთი კონკრეტული მოთამაშე რა დონისაა არამედ არის კრიტერიუმები შესაბამისად მაიამი მაგ კრიტერიუმში ვერაფრით ვერ ჯდებოდა თორე მიწვევის გარეშეც იქნებოდა ამიტო მოეშვით ერთი ფეხბურთელის გამო ობიექტურობის დაკარგვას რეალი“, „ატლეტიკო“, „მანჩესტერ სიტი“, „ჩელსი“, „ბაიერნი“, „დორტმუნდი“, „ინტერი“, „იუვენტუსი“, „პარი სენ-ჟერმენი“, „ბენფიკა“, „პორტუ“ და „ზალცბურგი“. ესენი არიან ევროპიდან კითხვა ევროპიდან სხვები არ არიან რომლებიც იმსახურებენ მიწვევას?
ნოდო
16:34 20-10-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული