მესის მორიგი ისტორიული მაჩვენებელი - მაიამის "ინტერმა" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მიწვევა მიიღო

AutoSharing Option
MLS-ის რეგურალური ჩემპიონატის ბოლო ტურში მაიამის "ინტერმა" საკუთარ მოედანზე "ნიუ ენგლანდი" 6:2 გაანადგურა, მასპინძელთა არგენტინელმა ლიდერმა ლიონელ მესიმ კი ჰეთ-თრიქი მიითვალა, რითაც მაიამური გუნდის ყველა დროის ბომბარდირი გახდა.

37 წლის ვარსკვლავს "ინტერის" ფორმით ყველა ტურნირზე 33 გოლი მოუგროვდა. აქამდე რეკორდი ეკვადორელ შემტევ ლეონარდო კამპანიას ეკუთვნოდა, რომლის ანგარიშზეც 32 ზუსტი დარტყმა იყო.

ინფორმაციისთვის, ზემოთ აღნიშნული მატჩის დასრულების შემდეგ, მაიამელებმა FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსგან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მიწვევა მიიღეს, რომელიც ახალი ფორმატით მომავალ ზაფხულს აშშ-ში გაიმართება.

ინფანტინომ თქვა, რომ "ინტერი" იქნება ის
ერთადერთი კლუბი, რომელიც მასპინძელის კვოტით ტურნირზე იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
არ იქნება ეგრე აზრი ზუსტად ისაა რომ სხვა კონტინენტზე მიეცეთ მოტივაცია აბა ძველი ფორმატის მსოფლიო ჩემპიონატის აზრი არ არსებობს...აქ ისეთი ფინანსები იქნება შეიძლება ჩემპიონთა ლიგადაც ჯობდეს
დავით 67-ს
21 ოქტომბერი 2024 09:03
0
სიმართლე გითხრათ არ მინდა ვუყურო ისეთ მატჩს მესის მონაწილეობით თუ როგორ განადგურდებებიან ამ ტურნირზე. ნებისმიერი ევროპული ( თუნდაც საშუალო დონის) ხომ დიდი ანგარიშით მოუგებს ინტერ მაიმის. ვინმეს ეჭვი ეპარება? თუმცა ასეთებიც მოიძებნებიან ალბათ.
დავით 67
21 ოქტომბერი 2024 02:29
8
იმაზე კი არააა საქმე და ფორმატიც ერთი კონკრეტული მოთამაშე რა დონისაა არამედ არის კრიტერიუმები შესაბამისად მაიამი მაგ კრიტერიუმში ვერაფრით ვერ ჯდებოდა თორე მიწვევის გარეშეც იქნებოდა ამიტო მოეშვით ერთი ფეხბურთელის გამო ობიექტურობის დაკარგვას რეალი“, „ატლეტიკო“, „მანჩესტერ სიტი“, „ჩელსი“, „ბაიერნი“, „დორტმუნდი“, „ინტერი“, „იუვენტუსი“, „პარი სენ-ჟერმენი“, „ბენფიკა“, „პორტუ“ და „ზალცბურგი“. ესენი არიან ევროპიდან კითხვა ევროპიდან სხვები არ არიან რომლებიც იმსახურებენ მიწვევას?
ნოდო
20 ოქტომბერი 2024 16:34
3
ლეო მესი! უნიკალური, უნიჭიერესი, ბრწყინვალე ფეხბურთელი!!!!!!!!!!!!
ბრავო!
20 ოქტომბერი 2024 14:56
1
სასაცილოც აღარაა ეს ყველაფერი უკვე.ინტერ მაიამი აშშ-ში ალბათ საუკეთესო 10 გუნდშიც ვერ ხვდება და რამი მესი თამაშობს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს.რო ალდოს ალ რაღაცამ რა დააშავა?სრულ აბსურდშია ფიფა.
Master
20 ოქტომბერი 2024 14:55
18
შენ მგონი მთლად კარგად არ უნდა იყო,კიდევ ერთხელ გადაიკითხე რა კომენტი დაწერე ჩემს საპასუხოდ,მე მოგწერე პირველად?თუ არ მოგწონს ჩემი კომენტი დაადისლაიკე ან თუ პასუხობ უზრდელური სიტყვების გარეშე მიპასუხე.მაგრამ არ გყოფნის მაგდენი ჭკუა უზრდელური სიტყვების გარეშე ისაუბრო და წერო.ჩემი აზრი დავწერე,მიპასუხე კი ბატონო შენი ნებაა მაგრამ,შეურაცხყოფას მაყენებ,ისე რომ არც იცი ვის წერ ამ უზრდელობას.ქუჩის შპანა ხარ?
Master
20 ოქტომბერი 2024 20:10
2
მესის გულშემატკივრების კომენტარები თუ არ გაინტერსებს, რაღას მეკომენტარები?
მასტერას.
20 ოქტომბერი 2024 18:24
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული