მატჩის შემდეგ "ბლანკოსის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"ჩვენი შანსები გვქონდა და პირველ ტაიმში კარგადაც გამოვიყურებოდით. დაცვაში შეცდომები დავუშვით და კონტრშეტევებზე დავისაჯეთ.
პირველი 60 წუთის განმავლობაში თანაბარი თამაში იყო, ბოლო ნახევარი საათი კი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავივიწყოთ", - განაცხადა ანჩელოტიმ.
"ბარსელონა" 30 ქულით ლიდერია, "რეალი" კი 24 ქულით მეორე ადგილზეა.
სრული ფიასკო - "რეალი" სახლში "ბარსელონასთან" განადგურდა [VIDEO]