48 წლის ტოტი საფეხბურთო კარიერას ანახლებს და სერია A-ს გუნდიც ეპატიჟება

AutoSharing Option
48 წლის ფრანჩესკო ტოტიმ საფეხბურთო კარიერის განახლების სურვილი გამოთქვა, ამის შესახებ "რომას" ყოფილმა კაპიტანმა Sportmediaset-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ორთვიანი ვარჯიში დამჭირდება, როდესაც ვთქვი, რომ კარიერის განახლება მსურდა, ამის შესახებ არ მიხუმრია, რამდენიმე კლუბი უკვე დამიკავშირდა, ვნახოთ რას გადავწყვეტ. ყველაზე მთავარია როგორი რეაგირება ექნება დატვირთვებზე ჩემს სხეულს", - განაცხადა ტოტიმ.

La Repubblica-ს ცნობით, იტალიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს "კომო" ეპატიჟება და სერია A-ს კლუბი ვეტერანს კონტრაქტს სეზონის ბოლომდე სთავაზობს.

შეგახსენებთ, ტოტიმ საფეხბურთო კარიერა 1993 წელს "რომაში" დაიწყო, "მგლებში" გატარებული 24 წლის შემდეგ კი
2017 წელს ფრანჩესკომ კარიერა "ჯალოროსის" რიგებში დაასრულა.

alt"ვინ გამაკვირვა ევრო 2024-ზე ყველაზე მეტად?" - ტოტიმ ევროპირველობაზე ისაუბრა

alt"აღარასდროს დავბრუნდები"! - ტოტიმ "ჯალოროსიში" ნებისმიერი როლი გამორიცხა

altტოტი: გარსია შესანიშნავი მწვრთნელია, დე ლაურენტისმა საუკეთესო არჩევანი გააკეთა

მკითხველის კომენტარები / 8 /
ვერ ვხედავ პრობლემას. ორგანიზმს აქვს აღდგენის უნარი, მაგრამ ეს არის მკაცრი დიეტა, რუტინული ცხოვრებიზ რეჟიმი და დროული დაძინება, რაც მთავარი კარგად გამოძინება. მაგრამ პრობლემა ამ უკანასკნელია, ასაკის მატებასთან ერთად ადამიანებს ძილის დარღვევები და ძილის გარეშე არ არსებობს არც ენერგია და არც არაფერი. თუ ტოტიმ მოახერხა და რეჟიმი დაიცვა, პლიუ - ყველა ვარიანტში 5 კილოთი ნაკლებ წინაზე უნდა დავიდე იმ წინონასთან, როცა ის რომში თამაშობდა. 48 წლის კი არა, 58 წლის გაქაჩავს თუ კიდევ ვიმეორებ გაუძლებს რუტინას
იკა
18:20 29-10-2024
4
მიროს ნათქვამზე ძველი დრო გამახსენდა, ტოტალიზატორები ოფისებში რომ იყო და ბილეთები რომ უნდა შეგევსო, აი 'აჭარაბეთი', 'კროკო' და ეგეთები. მაგ ოფისების წინ აუცილებლად იდგა 1-2 ტიპი, ეხვათ ლილოში 16 ლარად ნაყიდი ჯინსები, დახეული კედები და ჩამოძენძილი ქურთუკი, და მსჯელობდნენ იმაზე, რომ 'ეს ანჩელოტი ტენერობის გაგებაში არ არის, განსსაკუთრებით ნაპადენიას ვერ აყენებს ....'
მიროს ფანი
17:52 29-10-2024
2

სიახლეები პოპულარული