"ორივე გოლი მეკარის სინდისზეა, "მილანი" ფრეს იმსახურებდა" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
სერია A-ს მე-10 ტურში "მილანისა" და "ნაპოლის" (0:2) მატჩის შემდეგ იტალიელმა ჟურნალისტმა ლუკა სერაფინიმ Milan TV-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "როსონერი" მარცხს არ იმსახურებდა და "პარტენოპეიმ" ორივე გოლის მომენტში მაიკ მენიოს შეცდომით ისარგებლა.

"მილანმა" ბევრი მომენტი შექმნა და საბოლოო ჯამში ფრე დაიმსახურა. "ნაპოლის" ორივე გოლი მეკარის სინდისზეა. მენიო ორივე გოლის მომენტში შეცდა", - განაცხადა სერაფინიმ.

შეგახსენებთ, აღნიშნული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი "პარტენოპეის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით 5 გატანილი გოლი და 2 საგოლე პასია.

alt

გოლი მეკარის სინდისზეა, "მილანი" ფრეს იმსახურებდა" - იტალიელი ჟურნალისტი" />ხვიჩას ჩინებული გოლი - "ნაპოლიმ" სტუმრად "მილანს" მოუგო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 10 /
ანუ, მილანს მაგარი უსინდისო მეკარე ჰყავსო. გალანძღა კაცი ფაქტიურად. :)
კარგი, ხვიჩამ საჯარიმოს გარედან დაარტყა. მაგრამ თამაშის მეხუთე წუთზე, იმხელა მასიური ტანკი რომ შეუშვა დაცვამ საჯარიმოში მეკარესთან პირისპირ, მცველებიც უსინდისოები იყვნენ? :)
ჯეჯე
13:29 30-10-2024
0
პირველი გოლი ერთი ერთზე გასული ფეხბურთელისგან გაუშვა,მეორე გოლი მიწიდან ასხლეტილი იყო,რაც მეკარისთვის აუღებლად ითვლება.სად იყო აქ მეკარის შეცდომა???ჟურნალისტი კი არა ფეხბურთის უცოდინარია ვიღაცა.
მირო
13:24 30-10-2024
1

სიახლეები პოპულარული