22 წლის შვეიცარიელმა ფეხბურთელმა კარიერა დაასრულა - მიზეზი მისი რელიგიური შეხედულებაა

AutoSharing Option
Blick-ის ინფორმაციით, 22 წლის შვეიცარიელმა მცველმა სილვან უოლნერმა კარიერის ადრეულად დასრულების გადაწყვეტილება მიიღო და ამის მიზეზი მისი რელიგიური შეხედულებაა.

უკვე ყოფილი სპორტსმენი მეშვიდე დღის ადვენტისტური ეკლესიის წევრია. ეს ორგანიზაცია შაბათს დასვენების დღედ განიხილავს, რომელიც ღმერთთან კომუნიკაციისთვისაა საჭირო. აკრძალულია ყოველგვარი სამუშაო და მათ შორის, ფეხბურთის თამაშიც.

ინფორმაციისთვის, უოლნერი ბოლოს ავსტრიის უმაღლესი ლიგის ბინადარ BW LINZ-ში ირიცხებოდა. ფეხბურთელი მშობლიური "ციურიხის" აღზრდილია და ამ გუნდის ფორმას 4 წლის განმავლობაში ირგებდა. ის წარსულში შვეიცარიის 21-წლამდელთა ნაკრების წევრიც გახლდათ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხალხი სექტაში ფულისთვის წევრიანდება და ეტყობა ამას უფრო მეტს უხდიან ვიდრე ფეხბურთში:)))
გიო
12:52 13-11-2024
22

სიახლეები პოპულარული