ვიდეოგამეორების ახალი სისტემა - FIFA VAR-თან დაკავშირებით რეფორმას გეგმავს

AutoSharing Option
ESPN ცნობილი იტალიელი არბიტრის პიერლუიჯი კოლინაზე დაყრდნობით წერს, რომ FIFA VAR-თან დაკავშირებით ახალ რეფორმას გეგმავს.

ახალი წესით, გუნდების მწვრთნელებს ექნებათ რამდენიმე შესაძლებლობა იმისა, რომ მსაჯებს ამა თუ იმ სადაო ეპიზოდის გადახედვა მოსთხოვონ და თუ არბიტრები თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლიან, მაშინ მწვრთნელები იმ შეხვედრაში ვიდეოგამეორების მოთხოვნის უფლებას დაკარგავენ.

თავდაპირველად ამ სისტემის დანერგვა დაბალი დონის ჩემპიონატებში იგეგმება, რის შემდეგაც ის ტოპ ლიგებამდეც მიაღწევს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სისტემა ჰოკეიში და კალათბურთშიცაა დანერგილი. ჩოგბურთში კი ვიდეოგამეორების მოთხოვნა თავად მოთამაშეს შეუძლია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ცვლილება, დაგვიანდა კიდეც.
სოსო
19:46 13-11-2024
1

სიახლეები პოპულარული