დრამა და 101-ე წუთზე გატანილი გამარჯვების გოლი - მეგა მატჩი სამხრეთ ამერიკაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-11 ტურის ცენტრალური მატჩი ურუგვაიში, სტადიონ "სენტენარიოზე" გაიმართა, სადაც ერთმანეთს ურუგვაი და კოლუმბია დაუპირისპირდა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

პირველ ტაიმში თავი კოლუმბიელთა შემტევმა ნახევარმცველმა, კუინტერომ გამოიჩინა, ამას მოჰყვა დევინსონ სანჩესის ავტოგოლი და როდრიგო აგუირეს შედეგიანი გასროლა, შემდეგ იყო ადრეს გომეშის 96-ე წუთზე გამათანაბრებელი გოლი, თითქოს ყველაფერი ასე უნდა დასრულებულიყო ,თუმცა მანუელ უგარტემ მსაჯის მიერ დამატებულ მე-11 წუთზე საკუთარ ნაკრებს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

ამრიგად, 11 ტურის შემდეგ ორივე ნაკრებს 19-19 ქულა აქვთ, რითაც
მე-2 მე-3 ადგილს ინაწილებენ.

ურუგვაი 20 ნოემბერს ბრაზილიას ესტუმრება, კოლუმბია ამავე რიცხვში ეკვადორს უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული