უკრაინელი ექსპერტი: რა უნდა ვაკეთოთ ელიტურ დივიზიონში?

AutoSharing Option
საფეხბურთო ექსპერტმა ვიქტორ ლეონენკომ Sport-express.ua-სთან ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების ალბანეთთან მატჩის მოლოდინზე ისაუბრა:

"ალბანეთთან მხოლოდ მოგება გვჭირდება. მხოლოდ შემთხვევით თუ გავიმარჯვებთ. კანონზომიერად ამხანაგურ შეხვედრაში მხოლოდ მოლდოვა დავამარცხეთ. ისე კი გაძევებები, ცუდად შესრულებული პენალტები, შემთხვევითი გოლები და მსგავსი შემთხვევები გვეხმარება.

მინდა, თუნდაც 1:0 მოვიგოთ. შესაძლოა, ბურთი მეტოქის კარში სტანდარტულიდან შეფრინდება, ან მიშკა 70 მეტრს გაირბენს და შემთხვევით ვიღაცას ფეხში მოარტყამს. რომც გავიმარჯვოთ, რა უნდა ვაკეთოთ ელიტურ დივიზიონში? აქ ვწვალობთ გუნდებთან, რომლებიც ჩვენზე ძლიერები არ არიან.

რამდენიმე სიტვა ფეხბურთელებს? ბიჭებო, უფრო თამამები
იყავით და შესაძლოა, ყველაფერი გამოვიდეს".

მკითხველის კომენტარები / 6 /
"რა უნდა ვაკეთოთ ელიტურ დივიზიონში?"ამით იწყებს და მერე მოუწოდებს:-"ბიჭებო,უფრო თამამები იყავით და შესაძლოა ყველაფერი გამოვიდეს".ერთმანეთს ეწინააღმდეგება და რატომღაც მგონია,რომ კონტექსტი დაკარგულია.ძლიერ მეტოქეებთან დამარცხებაც ნაკლებად მტკივნეულია და ამ დამარცხებით,ბევრი რამის სწავლაც შეიძლება.ასე რომ ელიტურ დივიზიონში გადასვლა,ყოველთვის სასარგებლოა.იქ გადასვლა იმას ნიშნავს,რომ შენი ნაკრები გაიზარდა და შენი ფეხბურთელები,კიდევ უფრო დიდი ინტერესის ობიექტები ხდებიან,ტოპკლუბებიდან.ძლიერ კლუბში,ფეხბურთელიც იზრდება და მისი შემოსავალიც,მის კვალდაკვალ,სხვა ფეხბურთელებსაც ინტერესით უყურებენ და მათი შანსებიც იზრდება.ეს ყველაფერი კი,მთლიანად ქვეყნის ფეხბურთს აძლევს კიდევ უფრო დაწინაურების საშუალებას.
სოსო
19 ნოემბერი 2024 11:24
1
თუ გერმანია ესპანეთს და გრანდებს არ ვჯობივართ, თქვენი ლოგიკით ც ან დ ლიგაში გავავრდეთ ხო? როცა არც ფეხბურთი გიყვართ და არც იცით ნუ აკომენტარებთ, პირიქით უნდა ავიდეთ ა დივიზიონში და ხშირად ვეთამაშოთ დიდ გუნდებს ჯობია, რო უფრო გავიზარდოთ და სულ იმ შეცდომებზე იმუშაოს მწვრთნელმა, როცა დიდებთან ჯახს მიეჩვევი, სულ სხვა კლას იძენ და მარტივად ამარცხებ მერე თუნდაც ამნაირ უკრაინას და ალბანეთს
გოგა
19 ნოემბერი 2024 14:44
2
ისე ჩვენში დარჩეს და ჩვენც არაფერი გვესაქმება ელიტურ დივიზიონში :)
ნაღდად არ ვართ
ინგლისის, პორტუგალიის და გერმანიის დონის გუნდი :)
კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი აქამდე :)
las
19 ნოემბერი 2024 10:34
13
დისლაიკისტებს მივმართო მინდა
რაო რა არ მოგეწონათ?
ვართ ინგლისის და გერმანიის დონის? ;)
დაწერეთ აბა სიბრძნე
Las
19 ნოემბერი 2024 13:28
2
არაფერია მუდმივი!შეგახსენებთ,რომ სულ რამდენიმე წლის წინ,დ ლიგიდან დავიწყეთ და ჩაკვეტაძის პირველი გამობრწყინება რომ არა,ც ლიგაშიც არაფერი გვესაქმებოდა!სადღაც 120 ადგილზე ვიყავით,მსოფლიოს რეიტინგში და სტადიონებს,ავტოსადგომების, სასტუმროების ასაშენებლად ანგრევდნენ.მერე შეიცვალა მთავრობა და ახალმა მთავრობამ,ხელახლა დაიწყო,სტადიონების,სათამაშო მოედნების,საფეხბურთო აკადემიების მშენებლობა,გაუქმებული სპორტის აკადემიაც აღადგინა და იქ,მწვრთნელების მომზადებაც დაიწყო.შედეგად,დღეს ბ ლიგაში ვართ და ბოლო ტურის წინ,ა ლიგაში გადასვლის შანსიც გვაქვს.წინსვლა,მგონი აშკარაა და შესაძლოა,მალე,ა ლიგის დონის გუნდიც გავხდეთ.სანიოლიც ამბობს,რომ ვინც შრომობს,შედეგსაც აღწევს,ადრე თუ გვიან.მაგარი ფეხბურთელები,ასფალტზე არ იზრდებიან.დღეს მათ გასაზრდელად,კარგი მოედნები,კარგი მწვრთნელები,მაგარი თამაშები და სამედიცინო მომსახურებაა საჭირო.თანდათან ვქმნით,ამ ყველაფერს და ეს,აუცილებლად კიდევ უფრო წინ წაგვწევს.სულ სხვა იყო,ჩვენი ნაკრები,ევროპის ჩემპიონატზე გასვლამდე და სულ სხვაა,დღეს.რაც მეტს დააგროვებენ გამოცდილებას,მით უფრო გაგვიადვილდება,გრანდებთან თამაში.ხარი ხართან დააბი,ან ფერს იცვლის,ან ზნესაო,ნათქვამია და გრანდებთან თამაშით,ჩვენც ბევრ რამეს ავითვისებთ.ვინც ტოპ ლიგებში გადავიდნენ,როგორ გაიზარდნენ ის ბიჭები,ხომ ჩვენი თვალით ვხედავთ.იქ რა თქმა უნდა ბევრს წავაგებთ,მაგრამ ამ წაგებებში უფრო მეტს ვისწავლით,ვიდრე სუსტ გუნდებთან მუდმივი გამარჯვებებით.კარგ თამაშს და წარმატებებს ვუსურვებ პირველ ნაკრებსაც და 21 წლამდელთა ნაკრებსაც.ორივეს ფინალის ტოლფასი მატჩები აქვს,ამ საღამოს და წარმატების შემთხვევაში,ჩვენი ფეხბურთი,ერთი საფეხურით უფრომაღალ დონეზე აღმოჩნდება.ძალიან ძნელია,მაგრამ ორივე ნაკრებმა უკვე დაამტკიცა,რომ სიძნელეების არ ეშინია და იმედია, ბოლო საფეხურსაც წარმატებით დასძლევენ.
სოსო
19 ნოემბერი 2024 17:13
2
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული