ზელენსკიმ განკარგულებას ხელი მოაწერა - ტიმოშჩუკი მოღალატედ გამოცხადდა და ყველა ჯილდო ჩამოართვეს

AutoSharing Option
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განკარგულებას ხელი მოაწერა, რომლის მიხედვითაც 34 ადამიანი მოღალატედ გამოცხადდა და ჯილდოები ჩამოერთვათ.

ამ სიაში მოხვდა უკრანის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ანატოლი ტიმოშჩუკი, რომელიც რუსული "ზენიტის" მწვრთნელის თანაშემწეა და თანამდეობა არც ომის დაწყების შემდეგ არ დაუტოვებია.

სიაში ასევე მოხვდნენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, "არსენალის" ყოფილი მფლობელი ვადიმ რაბინოვიჩი, პროკურორები, მხატვრები და სხვა ადამიანები.

ტიმოშჩუკს ჩამოერთვა ყველა ტიტული, ჯილდო, საპატიო წოდება, სამწვრთნელო ლიცენზია და სამუდამოდ აუკრძალეს უკრაინის ტერიტორიაზე საფეხბურთო საქმიანობა.
მკითხველის კომენტარები / 38 /
ნახევარი წელი უკრაინის გარშემო რუსების ტანკები დაღოღიალობდნენ და ვერავინ ვერაფერს ვერ ხედავდა?! ზელენსკიმ ვერ აიცილა ომი, როგორც სააკაშვილმა აქ! რუსეთი ყველა ვარიანტში შევიდოდა უკრაინაში! მიზეზსს მაინც გამონახავდა! ზელეს ან უნდა ეომა ან უნდა გადამდგარიყო და უკრაინა ჩაებარებინა! ასე იცის ხმამაღლა, რომ გაყვირიხარ ნატოში შევდივარო! აგერ ფინეთი და შვედეთი ჩუმად შეძვრნენ, როგორც კი სიტუაცია აირია! მანამდე ნეიტრალიტეტი ჰქონდათ და რუსებს ყველაფერს უკეთებდნენ!
მწვრთნელი
19:22 22-11-2024
59
სადაც მწრალი 1809 წელს დაბადებული და 1852 წელს გარდაცვალებული ნიკოლოზ ვასილისძე გოგოლი გამოაცხად მოღალატედ, იქ ანატოლი ტიმოშჩუკი რა მოსატანია!
aburjga
19:16 22-11-2024
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული