პლეი-ოფში გასვლისთვის უკრაინას პრემიალური გაუორმაგეს

AutoSharing Option
ერთა ლიგის B1 ჯგუფში უკრაინის ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა და A დივიზიონში გადასასვლელად პლეი-ოფში ბელგიას დაუპირისპირდება. მატჩები 20 და 23 მარტს ჩატარდება - პირველ შეხვედრაში უკრაინელები ნომინალური მასპინძლები იქნებიან.

ТаТоТаке-ს ცნობით, ეროვნული გუნდის ფეხბურთელები და სამწვრთნელიო შტაბი პრემიალური თანხით დაჯილდოვდებიან. თავიდან მათ 250 ათას ევროს დაჰპირდნენ, ტირანაში ალბანეთის 2:1 დამარცხების შემდეგ კი "პოლესეს" პრეზიდენტმა გენადი ბუტკევიჩმა გასახდელში მოულოდნელად განაცხადა, რომ ისინი დამატებით 250 ათასს მიიღებენ.

გამოცემა იტყობინება, რომ ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ანდრეი შევჩენკომ ნაკრების წევრებს თანხის სრულად ან ნაწილის
საქველმოქმედო ფონდში გადარიცხვა ურჩია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული