"ნაპოლიში" გადასვლასთან ახლოს ვიყავი, თუმცა შემდეგ ემერიმ დამირეკა და..." - ნიკოლას პეპემ "არსენალში" ტრანსფერი გაიხსენა

AutoSharing Option
"ვილიარეალის" შემტევმა ნიკოლას პეპემ The Athletic-თან ინტერვიუში 2019 წლის ზაფხულში, "ლილიდან" "არსენალში" ტრანსფერი გაიხსენა.

ივუარელი გარემარბის სანაცვლოდ "მეთოფეებმა" ფრანგულ კლუბს 80 მილიონი ევრო გადაუხადეს, რაც იმ დროისთვის ლონდონელთათვის სარეკორდო ტრანსფერი იყო.

პეპეს თქმით, "ნაპოლი" მის შეძენას აქტიურად ცდილობდა, თუმცა უნაი ემერიმ, რომელიც იმ პერიოდში" "არსენალს" ავარჯიშებდა, დაარწმუნა, რომ "მეთოფეთა" რიგებში მეტად განვითარება შეეძლო.

"ტელეფონზე კარლო ანჩელოტის ვესაუბრე, იტალიელი იმ დროს "ნაპოლის" წვრთნიდა. საუბარი 5 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, დაახლოებით საათნახევრის შემდეგ უნაი ემერიმ დამირეკა.

ერთი საათის განმავლობაში ვისაუბრეთ. მან ზუსტად მითხრა
რას ელოდებოდა ჩემგან და რისი მოლოდინი უნდა მქონოდა თავად, თუ "არსენალში" გადავიდოდი. უამრავი დეტალი მასწავლა, ის, რასაც აქამდე ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევდი. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგულად კარგად ვერ საუბრობდა, ერთი საათის განმავლობაში ამ ენაზე მელაპარაკა. დიახ, ეს პატარა დეტალი იყო, თუმცა მან ამით მაჩვენა, როგორ სურდა ჩემთან მუშაობა", - განაცხადა პეპემ.

შეგახსენებთ, ნიკოლამ მასზე გაცემული ავანსები ვერ გაამართლა, კოტ დ'ივუარელმა "არსენალის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 80 მატჩი გამართა და თავი 16 გატანილი გოლით გამოიჩინა, 2023 წელს კი ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და "ტრაბზონსპორს" უფასოდ შეუერთდა.

altრომანი პორნო ვარსკვლავთან? - პეპესა და ტრამპის ურთიერთობა დადასტურდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული