ქმარს სისტემატიურ ღალატში და მეძავებთან ურთიერთობაში ადანაშაულებდა, ახლა კი შეურიგდა და სიყვარულს ეფიცება - ანას უცნაური ამბავი

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" 28 წლის ფორვარდ ოლექსანდრ ზუბკოვს მეუღლე შეურიგდა. ამის შესახებ ანა ზუბკოვამ ინფორმაცია თავად დაადასტურა.

ის სოციალურ ქსელში გამომწერების შეკითხვებს პასუხობდა და ჰკითხეს, არის თუ არა ამჟამად დაქორწინებული და რას იტყოდა მეუღლესთან შერიგების ამბავზე.

"მე დაქორწინებული ვარ. მიყვარს ჩემი ქმარი", - გასცა პასუხი ზუბკოვამ და ფეხბურთელთან ერთობლივად გადაღებული ფოტოც დაურთო.

Sportall.Ge

ეს ყველაფერი კი განსაკუთრებულად იმით არის საინტერესო, რომ ამა წლის მაისში გოგონამ მეუღლე ღალატში ამხილა და ამის დამადასტურებელი "სქრინები" სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

მან საჯაროდ გაავრცელა თავისი მეუღლის მიმოწერის სურათები
სხვა ქალებთან, ასევე, ბრაუზერის ისტორია მის ტელეფონზე, სადაც ზუბკოვი, სავარაუდოდ, დაინტერესებული იყო კიევში მეძავების მომსახურებით.

ის ამტკიცებდა, რომ ფეხბურთელმა მისი ღალატი მას მერე დაიწყო, რაც ის და მისი შვილი უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ საზღვარგარეთ წავიდნენ.

"ზღაპარი ერთგული ქმრების არსებობის შესახებ მხოლოდ ზღაპარი აღმოჩნდა. შემთხვევით გავიგე", - დაწერა მაშინ სოციალურ ქსელში ზუბკოვამ.

ანამ იმ პერიოდში სხვა ქალებს ურჩია, ყოველთვის ჰქონდეთ ფინანსური გათვლა, რათა ნებისმიერ უსიამოვნო სიტუაციაში შეძლონ საკუთარი თავის და შვილების უზრუნველყოფა. და ასევე დადონ საქორწინო კონტრაქტი.

სათქმელია ისიც, რომ ზუბკოვამ უკრაინის ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ სკანდალური განცხადებაც გააკეთა, რაც მას ამპარტავნობაში ჩაუთვალეს, თუმცა ეს დიდად არ ანაღვლებს.

"ვერ ვიცხოვრებდი ისეთ კაცთან, რომელიც დიდ ფულს არ გამოიმუშავებს. რა ხელფასი იქნება ნორმალური ჩემი საყვარელი მამაკაცისთვის? - მინიმუმ 10 000 ევრო.

თვეში ჩემს თავს 3000 ევროს მაინც ვახარჯებ. ძვირადღირებულს ჩემთვის არაფერს ვყიდულობ, ამ ყველაფრით ქმარი მანებივრებს", - თქვა მაშინ ზუბკოვამ.

altსისტემატური ღალატი და მეძავების მომსახურება - ანამ მეუღლე ღალატში ამხილა

მკითხველის კომენტარები / 16 /
ფეხებშორის ძალიან აქვ გამობერილი,ეტყობა ახალი ნასიამოვნებია.
ზურა
16:12 28-11-2024
0
უყვართ სლავ ქალებს ბევრი ფული და ლაქშერული ცხოვრება!!
სანდრო
15:52 28-11-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული