მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის მეუღლის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, 2 დეკემბერს ბუენოს აირესში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის ფერნანდო კასერესის მეუღლე გადმოვარდა და გარდაიცვალა.

დაღუპულის ახლობლები გოგონას გარდაცვალებაში მეუღლეს ადანაშაულებს და ამბობენ, რომ მათ ერთმანეთში მუდმივი კონფლიქტი ჰქონდათ. მათი თქმით, ქმარი ცოლზე მუდმივ ზეწოლას ახორციელებდა და ახლობლებთან ურთიერთობის საშუალებას არ აძლევდა.

არგენტინის პოლიციამ მომხდარ ტრაგედიაზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ თვითმკვლელობის ვერსიასაც არ გამოირცხავს.

შეხსენებისთვის, პოზიციიტ მცველ კასერესს არგენტინის ნაკრებში 1992/97-წლებში 24 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 1 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სამწუხარო ფაქტია...
tngh
05 დეკემბერი 2024 19:53
0
სამწუხარო ფაქტია... ვისურვებდი უბედური შემთხვევა იყოს!!!
tngh
05 დეკემბერი 2024 19:52
0

სიახლეები პოპულარული