"მალე ვარსკვლავი გახდება" - რონალდო 17 წლის ბრაზილიელზე

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფორვარდმა რონალდომ 17 წლის ესტევანზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი თანამემამულე მალე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი გახდება.

"ის ძალიან ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერია. ცოტათი ლამინ იამალს მაგონებს და ფეხბურთში დიდ სახელს მალე მოიპოვებს. ასაკის გათვალისწინებით, ის ძალიან პერსპექტიულია.

ვფიქრობ, "პალმეირასთან" ერთად მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშებს, შემდეგ, კი "ჩელსის" შეუერთდება" - თქვა რონალდომ.

მიმდინარე წლის ივნისში "ლურჯებმა" "პალმეირასს" ესტევანის სანაცვლოდ 34 მილიონი ევრო გადაუხადეს, რასაც ბონუსების სახით, 27 მილიონი ევრო შეიძლება დაემატოს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბრაზილიელების ვარსკვლავურობა გასაგებია, მაგრამ ეხლა კავკასიელი ქართველების დრო მოდის, ქართველები უნდა წამოვიდნენ მსპფლიპ ფეხბურთში დომინანტებად!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
07 დეკემბერი 2024 11:57
2
კი გახდება, მარა ჩვენის არ იყოს ჰა-ჰა 25 წლამდე ივარსკვლავონ, მერე ჩაქრებიან და გადაყვებიან ქალებს და დროსტარებას. ერთ რამეში მაინც ხომ ვგავართ ბრაზილიელებს.DDDDDDD
jeremo
06 დეკემბერი 2024 15:22
6
აბა, ცოლი მოიყვანოს? ეგ როგორ შეიძლება ხო ცოლი მოყვანა და დაჭკვიანება ხო არასპორტული არაპროფესიონალური საქმნიანობაა დაღუპვაა პირდაპირ. ქალებში და ღამის კლუბებში გულავი მერე მთვრალზე ავარიების კეთება და ყ**-პრ@ჭაობა არ ჯობია კაჩო
Gruzini
07 დეკემბერი 2024 00:37
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული