"ამ მარცხმა დაგვანახა, რომ სწორი გზით მივდივართ, მაგრამ..." - რა თქვა კონტემ "ლაციოსთან" მატჩის შემდეგ?

AutoSharing Option
სერია A-ს მე-15 ტურში "ნაპოლი" "ლაციოსთან" შინ 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ DAZN-თან ისაუბრა.

"ლაციოსთან" შეხვედრამ აჩვენა, რომ სწორი გზით მივდივართ, თუმცა შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში უკეთესად უნდა გამოვიყურებოდეთ.

თამაშის ხარისხით იმედგაცრუებული სულაც არ ვარ. ბიჭები მოედანზე ბოლომდე დაიხარჯნენ და მატჩის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვეთამაშეთ ისეთ კარგ გუნდს, როგორიც "ლაციოა". რომაელებს შესანიშნავი გუნდი ჰყავთ.

ვიცი, რომ გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე სირთულეები შეგვხვდება. მაგრამ ეს
არის ის, რისი ხილვაც მსურს, ვგულისხმობ იმას, რომ გუნდი არასდროს არ უნდა დანებდეს.

საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე ბიჭები ბევრს მუშაობენ. ჯერ მხოლოდ 5 თვე გავიდა რაც აქ ვარ, შრომა უნდა გავაგრძელოთ", - განაცხადა კონტემ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 32 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ "ატალანტას" 2 ქულით ჩამორჩება, "პარტენოპეი" მორიგ შეხვედრას 14 დეკემბერს, "უდინეზეს" წინააღმდეგ გამართავს.

altკვარაცხელიას კარგი მატჩი - "ნაპოლი" "ლაციოსთან" ისევ დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 13 /
კონტე ხარ თუ ანტოშკა, შენ რა დეინახე მე ვერ ვხდები, მარა მე რაც დევინახე იგია, რომე, თქვენ მაგ ჩვენ ბიჭს ნელი სიკვდილით კლავთ, როგორც ფეხბურთელს ბლიად აი, ეს უნდა დაინახო შენ ბაბუა და ლაღი თამაშიზა რომაა გაჩენილი ბიჭი, ისე უნდა ითამაშოს თუ გინდა პროდუქტიული იყოს! არასწორად იყენებ შენ კვარაა!წამოი ხვიჩა ბაბუ იტალიიდან, არაა შენი საქმე სერია ა! შენი არის ნუ, პრემიერ ლიგაც წავა მომენტ, მარა ლა ლიგა იქნება შენდა ზედგამოჭრილი. ბარსა, რეალი, დაჟე ატლეტიკიოც არ უნდა დეიწუნო ბაბუა დლია ნაჩალა, თუ ასე წავა მომენტ საქმე!
გურულო
11 დეკემბერი 2024 00:21
0
სად იყო შეტევ?
თედორე
10 დეკემბერი 2024 09:55
2
შედარებით სუსტ გუნდებს რომ 1 გოლს გაუტანდნენ და შემდეგ მის შენარჩუნებაზე თამაშობდნენ იმის შედეგია სწორედ გუშინდელი მარცხი. შეიძლება პირველი გოლი გაუშვა, მაგრამ მერე როგორ ითამაშონ აღარ იციან, კონტეს თავკაცობას ვგულისხმობ.აგერ მშვენიერი მაგალითი გუშენდელი ატლეტიკო მადრიდის ქამბექი 1-3 შემდეგ. მერედა წაგებამ როგორ დაგანახა რომ სწორი გზით მიდიხარ. მეგონა იტყოდა რომ წაგებამ დაგვანახა რომ ბევრი რამ დაგვანახა და არის რაღაც შესაცვლელი.ამან პირიქით თქვა ყველაფერი. მოკლედ ვანიაშვილივითაა რა. ისიც ვერ ხედავს თუ რატომაა ასეთი ამბავი.ყნაველაშვილი უნდა დაგინიშნოთო პრეზიდენტად. ჰო კიდევ ის ვინ იყო გვარი ვერ დავიმახსოვრე რომ თქვა. მერე რა რომ დიპლომი არა აქვსო. არც დავით აღმაშენებელს და არც თამარ მეფეს არ ჰქონდათ დიპლომებიო. მეტი მარაზმი რა გინდათ.
დავით 67
10 დეკემბერი 2024 01:41
1
ეს კონტე ჩვენ დაგვცინის თუ თარგმანია არასწორი? თავის მიერ მოწვეულ ფეხბურთელებს "აღმერთებს" და ვნახოთ რას მიაღწევს სეზონის ბოლოს!
სანამ დროა კონტეს აბი გლუკოზა და ნელ-თბილი ოყნა გაუკეთე ლავრენტიჩ!!!
ვაჟა მასწავლებელი
09 დეკემბერი 2024 23:19
1
კი სწორი გზით მიდიხარ კონტე, 3 დღეში ორჯერ გაგირჭო ლაციომ, თან სახლში 1 კარში დარტყმა გქკნდათ, ლუკაკუ და მაკტომინეი მთელი თამაში დასეირნობდნენ, სხვებს რაც შეუძლიათ თამაშობენ, მაგრამ არ ყოფნით კლასი, ხვიჩა კი 100 მეტრი იქით აქეთ არბენინე და გოლს ლუკაკუ გაიტანს მერე როდესმე ცარიელ კარში
გოგა
09 დეკემბერი 2024 22:26
1
კონტე ბატონო, მარცხი კარგია თუ მას გაკვეთილად გამოიყენებ, მაგრამ უკეთესია საერთოდ თუ არ დამარცხდები. არ დაივიწყო ეს შეგონება.
ჟორა გაბრიჭიძე
09 დეკემბერი 2024 19:58
0
შარშანდელი თამაშისა და შედეგის მერე ამ გუნდს ისე უნდა უყურებდეთ, როგორც სამომავლო გუნდს, მაგრამ ცენტრფორვარდად რომ ლუკაკუ გყავს, როგორ შეიძლება სამომავლო გუნდად დაგიგულოთ? ამხანაგო კონტე.
ჟორა
09 დეკემბერი 2024 19:51
0
კონტეს და ლუკაკუს ურთიერთობა, მგონი, საფეხბურთო სულაც არ არის. როგორ შეიძლება ასეთ ლუკაკუს უყურო მწვრთნელმა და კმაყოფილი იყო?
goga
09 დეკემბერი 2024 14:57
1
სწორი გზით მიდიხართ კონფერენს ლიგაზე.ნუ არ გავარდებით მაინც.
Levani
09 დეკემბერი 2024 14:34
0
ვაგებთ, მაგრამ სწორად მივდივართო. მგონია, ესაც სწავლობს ჩვენი ვილივით.))) ესეთ ნელ ფეხბურთს არც ერთი მწვრთნელი არ ათამაშებდა. ბურთის დაკარგვის ეშინიათ, გრძელ პასს არავინ აკეთებს, ლუკაკუ ნოლია, მაგიტომაც გააქვთ ცოტა გოლი. გაიტანენ და ეგრევე ანგარიშის შენარჩუნებაზე გადადის კონტე. მე არ მომწონს ამის მწვრთნელობა და სხვისა არ ვიცი. ლუკაკუ რა მოსაყვანი იყო, ვერ გამიგია. ალბათ რამე ვალი ქონდა კონტეს.)))
რაღა ეს და რაღა სანიოლი?))
09 დეკემბერი 2024 14:15
1
მეც სანიოლი გამახსენა...
გია
09 დეკემბერი 2024 17:20
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული