"ლაციოსთან" შეხვედრამ აჩვენა, რომ სწორი გზით მივდივართ, თუმცა შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში უკეთესად უნდა გამოვიყურებოდეთ.
თამაშის ხარისხით იმედგაცრუებული სულაც არ ვარ. ბიჭები მოედანზე ბოლომდე დაიხარჯნენ და მატჩის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვეთამაშეთ ისეთ კარგ გუნდს, როგორიც "ლაციოა". რომაელებს შესანიშნავი გუნდი ჰყავთ.
ვიცი, რომ გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე სირთულეები შეგვხვდება. მაგრამ ეს
საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე ბიჭები ბევრს მუშაობენ. ჯერ მხოლოდ 5 თვე გავიდა რაც აქ ვარ, შრომა უნდა გავაგრძელოთ", - განაცხადა კონტემ.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 32 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ "ატალანტას" 2 ქულით ჩამორჩება, "პარტენოპეი" მორიგ შეხვედრას 14 დეკემბერს, "უდინეზეს" წინააღმდეგ გამართავს.
კვარაცხელიას კარგი მატჩი - "ნაპოლი" "ლაციოსთან" ისევ დამარცხდა [VIDEO]
ლუკაკუ თამაშის დაწყებამდე უკვე დაიღალა - მოთელვას ვერ გაუძლო.
შოტლანდიელი ტიპი (Scott McTominay) ბევრს დარბის, მაგრამ ფიზიკურად სუსტია და შურიანი ეგოისტია.
ხვიჩას ვერ იყენებ სწორად. შენი ტაქტიკა ისე უნდა იყოს აწყობილი, რომ მთელმა გუნდმა ათრიოს პიანინო და ხვიჩამ დაუკრას.
აქ რომ შემოხვიდე და წაიკითხო, მაინც არ დამიჯერებ. ამიტომ უაზროდ დავკარგე დრო, ეს რომ დავწერე.