"ფორვარდი საერთოდ გვყავს? - "ნაპოლის" ფანები ლუკაკუს აკრიტიკებენ

AutoSharing Option
გუშინ, "ნაპოლისა" და "ლაციოს" (0:1) მატჩის შემდეგ, "პარტენოპეის" გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელში ბელგიელი ფორვარდი რომელუ ლუკაკუ გააკრიტიკეს, გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს.

"ლუკაკუ არაფერს აკეთებს. ფორვარდი საერთოდ გვყავს?".

"ფორვარდის გარეშე ვთამაშობთ, მასში გადახდილი თანხის ბევრად უკეთესად გამოყენება შეიძლებოდა".

"გავუშვით ოსიმენი და მის ნაცვლად ლუკაკუ დავიმატეთ, დაუჯერებელია".

"მის ტრანსფერში დამნაშავე ანტონიო კონტეა. იანვარში ახალი ფორვარდი და გარემარბი გვჭირდება", - წერენ "ნაპოლის" გულშემატკივრები.

შეგახსენებთ, ბელგიელმა მიმდინარე სეზონში "პარტენოპეის" მაისურით 15 მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

alt"მაკტომინეი კვარაცხელიას ხელის

შემშლელი და ლუკაკუს პრობლემა" - მიმომხილველმა "ნაპოლის" სასკუდეტო შანსებზე ისაუბრა

alt"ლუკაკუ თუ ოსიმენი?" - ბონუჩიმ არჩევანი გააკეთა

alt"რჩევები მომცა და მასწავლა ნეაპოლში როგორ მეცხოვრა" - ლუკაკუმ დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც "პარტენოპეიში" ადაპტაციის გავლაში დაეხმარა

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეხლა არ ვამბობ ამას, თავიდანვე ვთქვი, რო ოსიმენის ლუკაკუთი შეცვლა დიდი სისულელე იყო, უნდა დაელაგებინათ ოსიმენთან ურთიერთობები და დარჩებოდა ნაპოლში, ოსიმენი სხვა დონეა მაინც, ყველა ბურთზე იბრძვის, კარგი დუეტი ქონდათ კვარა დაბოსიმენს და ასეც გაგრძელდებოდა, ლუკაკის კი წუხელ ფეხი არ განძრევინეს, მაკტომინეის არ ყოფნის კლასი, არც ნერეშს ყოფნის კლასი, ოთხეულიც ძან გაუჭირდება ამ ნაპოლს, კონტეს ბრალიალ ვერ ვიტყვით მთლად, კლასი არ ყოფნით ფეხბურთელებს, ხვიჩა უკვე უნდა მიდიოდეს ის დროა
გოგა
22:18 09-12-2024
0
ქართველი ხალხი აქედან შეგახსენებთ ნეაპოლიტანელებს ფორვარდიც გყავდათ(ოსიმენი) სერია-ა MVP მარცხენა გარემარბიც(კვარა) საუკეთესო მცველიც (კიმი) თქვენი გუნდისთვის საუკეთესო მწვრთნელიც და საჩემპიონო გუნდიც თუმცა რომელი შეირგეთ და დააფასეთ? ასეა როცა ადამიანი დაუნახავი ხდება და სხვისი გაკეთებული საქმის დაფასების ნაცვლად უმადურ დამოკიდებულებას ავლენ ყოველთვის ესე დაგემართებათ, გყავდათ და შეგერგოთ, ვერ შეირგეთ და ელოდეთ ეხლა კიდე 30-წელი როდის გაგიმართლებთ კიდე ისე როგორც კვარამ გაგიმართლათ თქვე დაუნახავებო,,ყველას ეხება გუნდსაც, გულშემატკივარსაც,ვითომ ექსპერტები რო გყავთ იმათაც და თქვენს პრეზიდენტსაც, ზოგადად ადამიანის შრომის დაფასებას როცა ისწავლით მიუხედავად იმისა კონტრაქტი როგორი აქვს მაშინ გეშველებათ, ეხლა დაელოდეთ იმ დროს როცა კვარა სხვა გუნდში გაიბრწყინებს,თქვენ კიდე უყურეთ პოლიტანოს და მაკტომინეის მეტის ღირსები არც ყოფილხართ
gel-100
20:59 09-12-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული