გუშინ, "ნაპოლისა" და "ლაციოს" (0:1) მატჩის შემდეგ, "პარტენოპეის" გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელში ბელგიელი ფორვარდი რომელუ ლუკაკუ გააკრიტიკეს, გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს.
"ლუკაკუ არაფერს აკეთებს. ფორვარდი საერთოდ გვყავს?".
"ფორვარდის გარეშე ვთამაშობთ, მასში გადახდილი თანხის ბევრად უკეთესად გამოყენება შეიძლებოდა".
"გავუშვით ოსიმენი და მის ნაცვლად ლუკაკუ დავიმატეთ, დაუჯერებელია".
"მის ტრანსფერში დამნაშავე ანტონიო კონტეა. იანვარში ახალი ფორვარდი და გარემარბი გვჭირდება", - წერენ "ნაპოლის" გულშემატკივრები.
შეგახსენებთ, ბელგიელმა მიმდინარე სეზონში "პარტენოპეის" მაისურით 15 მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.
13:00 09-12-2024
"ფორვარდი საერთოდ გვყავს? - "ნაპოლის" ფანები ლუკაკუს აკრიტიკებენ
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 7 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
გაუშვან კონტე ლუკაკუსთან ერთად, მოიყვანონ საშუალო დონის მწვრთნელი, იყიდონ მიქაუტაძე, ააწყონ კვარაზე და არა პოლიტანო-მაკტომინეიზე თამაში და კიდევ შეიძლება ჩემპიონობისთვის ბრძოლა. არაა ეს ჩაკეტილი თამაში ნაპოლის სტილი, ლაღად რომ თამაშობდნენ, მეტი გოლიც გაქონდათ და ხვიჩაც ნაკლებად დარბოდა დაცვაში. ამისთანა შემტევს რომ ვერ გამოიყენებ სრულფასოვნად, მწვრთნელი კი არა საპოჟნიკი ხარ. აბა, ოსიმენის გაშვება იქნებოდა? ბიჭი დაფრინავდა. უმრისხანესი დუეტი იყო, არანაკლები იქნება ჟორჟიც ხვიჩასთან ერთად. მაგრამ ნაპოლიში ამას ვერასდროს მიხვდებიან, ესაა მაგათი უბედურება. იქნება გაუთავებელი უსახო ხალხის მოყვანა და მერე ისევ გაშვება. რაში ყრიან ამდენ ფულს, თვითონაც არ იციან. ან იციან და ლაურენტისს უსრულებენ.
33
4
ლუკაკუ მორჩა.ის ძველებური არასდროს იქნება.მას წარმატებით აჩერებს ყველა გუნდის დაცვა.პოლიტანო უთავბოლოდ დარბის,ძირითადად უშედეგოდ.მაკტომინეი თამაშიდან ამოვარდნილია და დონეც არ აღმოჩნდა მაინცდამაინც.ხვიჩა მარტო ცდილობს ფაქტიურად,მაგრამ ძალიან ძნელია შედეგის ჩვენება,როცა არავინ გიწყობს ხელს.
27
2
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული