"ფორვარდი საერთოდ გვყავს? - "ნაპოლის" ფანები ლუკაკუს აკრიტიკებენ

AutoSharing Option
გუშინ, "ნაპოლისა" და "ლაციოს" (0:1) მატჩის შემდეგ, "პარტენოპეის" გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელში ბელგიელი ფორვარდი რომელუ ლუკაკუ გააკრიტიკეს, გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს.

"ლუკაკუ არაფერს აკეთებს. ფორვარდი საერთოდ გვყავს?".

"ფორვარდის გარეშე ვთამაშობთ, მასში გადახდილი თანხის ბევრად უკეთესად გამოყენება შეიძლებოდა".

"გავუშვით ოსიმენი და მის ნაცვლად ლუკაკუ დავიმატეთ, დაუჯერებელია".

"მის ტრანსფერში დამნაშავე ანტონიო კონტეა. იანვარში ახალი ფორვარდი და გარემარბი გვჭირდება", - წერენ "ნაპოლის" გულშემატკივრები.

შეგახსენებთ, ბელგიელმა მიმდინარე სეზონში "პარტენოპეის" მაისურით 15 მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

alt"მაკტომინეი კვარაცხელიას ხელის

შემშლელი და ლუკაკუს პრობლემა" - მიმომხილველმა "ნაპოლის" სასკუდეტო შანსებზე ისაუბრა

alt"ლუკაკუ თუ ოსიმენი?" - ბონუჩიმ არჩევანი გააკეთა

alt"რჩევები მომცა და მასწავლა ნეაპოლში როგორ მეცხოვრა" - ლუკაკუმ დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც "პარტენოპეიში" ადაპტაციის გავლაში დაეხმარა

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეხლა არ ვამბობ ამას, თავიდანვე ვთქვი, რო ოსიმენის ლუკაკუთი შეცვლა დიდი სისულელე იყო, უნდა დაელაგებინათ ოსიმენთან ურთიერთობები და დარჩებოდა ნაპოლში, ოსიმენი სხვა დონეა მაინც, ყველა ბურთზე იბრძვის, კარგი დუეტი ქონდათ კვარა დაბოსიმენს და ასეც გაგრძელდებოდა, ლუკაკის კი წუხელ ფეხი არ განძრევინეს, მაკტომინეის არ ყოფნის კლასი, არც ნერეშს ყოფნის კლასი, ოთხეულიც ძან გაუჭირდება ამ ნაპოლს, კონტეს ბრალიალ ვერ ვიტყვით მთლად, კლასი არ ყოფნით ფეხბურთელებს, ხვიჩა უკვე უნდა მიდიოდეს ის დროა
გოგა
09 დეკემბერი 2024 22:18
0
ქართველი ხალხი აქედან შეგახსენებთ ნეაპოლიტანელებს ფორვარდიც გყავდათ(ოსიმენი) სერია-ა MVP მარცხენა გარემარბიც(კვარა) საუკეთესო მცველიც (კიმი) თქვენი გუნდისთვის საუკეთესო მწვრთნელიც და საჩემპიონო გუნდიც თუმცა რომელი შეირგეთ და დააფასეთ? ასეა როცა ადამიანი დაუნახავი ხდება და სხვისი გაკეთებული საქმის დაფასების ნაცვლად უმადურ დამოკიდებულებას ავლენ ყოველთვის ესე დაგემართებათ, გყავდათ და შეგერგოთ, ვერ შეირგეთ და ელოდეთ ეხლა კიდე 30-წელი როდის გაგიმართლებთ კიდე ისე როგორც კვარამ გაგიმართლათ თქვე დაუნახავებო,,ყველას ეხება გუნდსაც, გულშემატკივარსაც,ვითომ ექსპერტები რო გყავთ იმათაც და თქვენს პრეზიდენტსაც, ზოგადად ადამიანის შრომის დაფასებას როცა ისწავლით მიუხედავად იმისა კონტრაქტი როგორი აქვს მაშინ გეშველებათ, ეხლა დაელოდეთ იმ დროს როცა კვარა სხვა გუნდში გაიბრწყინებს,თქვენ კიდე უყურეთ პოლიტანოს და მაკტომინეის მეტის ღირსები არც ყოფილხართ
gel-100
09 დეკემბერი 2024 20:59
0
რას აკეთებს ლუკაკუ? კვირაში 72 ათას ევროს....
თბილისელი
09 დეკემბერი 2024 19:53
0
ლუკაკუ მორჩა.ის ძველებური არასდროს იქნება.მას წარმატებით აჩერებს ყველა გუნდის დაცვა.პოლიტანო უთავბოლოდ დარბის,ძირითადად უშედეგოდ.მაკტომინეი თამაშიდან ამოვარდნილია და დონეც არ აღმოჩნდა მაინცდამაინც.ხვიჩა მარტო ცდილობს ფაქტიურად,მაგრამ ძალიან ძნელია შედეგის ჩვენება,როცა არავინ გიწყობს ხელს.
მირო
09 დეკემბერი 2024 15:01
2
ლუკაკუ დიდი ხანია მორჩენილია, მაგრამ კონტემ გადაწყვიტა გააცოცხლოს, მაგრამ არაფერი გამოდის.
ჟორა
09 დეკემბერი 2024 19:44
0
გაუშვან კონტე ლუკაკუსთან ერთად, მოიყვანონ საშუალო დონის მწვრთნელი, იყიდონ მიქაუტაძე, ააწყონ კვარაზე და არა პოლიტანო-მაკტომინეიზე თამაში და კიდევ შეიძლება ჩემპიონობისთვის ბრძოლა. არაა ეს ჩაკეტილი თამაში ნაპოლის სტილი, ლაღად რომ თამაშობდნენ, მეტი გოლიც გაქონდათ და ხვიჩაც ნაკლებად დარბოდა დაცვაში. ამისთანა შემტევს რომ ვერ გამოიყენებ სრულფასოვნად, მწვრთნელი კი არა საპოჟნიკი ხარ. აბა, ოსიმენის გაშვება იქნებოდა? ბიჭი დაფრინავდა. უმრისხანესი დუეტი იყო, არანაკლები იქნება ჟორჟიც ხვიჩასთან ერთად. მაგრამ ნაპოლიში ამას ვერასდროს მიხვდებიან, ესაა მაგათი უბედურება. იქნება გაუთავებელი უსახო ხალხის მოყვანა და მერე ისევ გაშვება. რაში ყრიან ამდენ ფულს, თვითონაც არ იციან. ან იციან და ლაურენტისს უსრულებენ.
ამას ბავშვიც კი მიხვდება
09 დეკემბერი 2024 14:02
4
გაუშვებენ ლუკაკუ-კონტეს დუეტს და იმხელა კომპენსაციის გადახდა მოუწევთ,იმ საშუალო დონის მწვრთნელსაც ვეღარ მიიყვანენ!კვარასთან და ჯუღელთან არის დე ლაურენტისი ლომი,თორემ აგერ,ოსიმენმა,აგენტთან ერთად, თითზე ძეწკვივით დაიხვია!
სოსო
09 დეკემბერი 2024 14:57
0

სიახლეები პოპულარული