დე ლაურენტისმა იანვრის პირველი ტრანსფერი დაგეგმა - კონტე თანახმაა

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "ემპოლის" ნახევარმცველის, იაკოპო ფაცინის შეძენა სურს, ამის შესახებ ინფორმაციას Il Mattino ავრცელებს.

წყაროს ცნობით, აღნიშნული ტრანსფერის ინიციატორი სწორედ "პარტენოპეის" პრეზიდენტია, თუმცა 21 წლის ფეხბურთელის შეძენის წინააღმდეგ არც გუნდის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტეა.

გამოცემის ინფორმაციით, "ნაპოლის" ფაცინის შეძენა დაახლოებით 20 მილიონი ევრო დაუჯდება.

შეგახსენებთ, იტალიურ მედიაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ "პარტენოპეი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ცენტრალურ მცველსაც შეიძენს.

alt

დე ლაურენტისი რასპადორის გასაყიდად მზადაა

alt"მანჩესტერ იუნაიტედი" "ნაპოლის" ოსიმენის სანაცვლოდ ფეხბურთელს და ფულს სთავაზობს - დე ლაურენტისის პასუხი ცნობილია

altჯუღელმა "ნაპოლის" კვარაცხელიას გამოსასყიდის მოთხოვნა წაუყენა - დე ლაურენტისი შეთავაზებას არაადეკვატურად მიიჩნევს

მკითხველის კომენტარები / 4 /
ოცი და ათმილიონიანი ვაიფეხბურთელებით გაავსო გუნდი და უმრავლესობა მტკიცედ ზის სკამზე.ამას ჰგონია კვარასავით გაუმართლებს სხვაც.კვარა რომ არა სკუდეტოსს ის ვერ მოიგებდა ვერასდროს.სხვა ამ დონის იაფიანს ის ვერ მოძებნის,მაგრამ ჯიუტად აგრძელებს *ტალანტების* ძებნას,მიუხედავად იმისა,რომ კვარას გარდა დღემდე არავინ გაუმართლა.
მირო
23:09 10-12-2024
1
ა, მოიყვანს ეხლა ფაცინის მერე მაცინის და კვარამ ითამაშოს მათ მაგივრადაც. წინა ხო მოიყვანა სპინაცოლა მაგარი ზაპასნოი. ტფუ შენი ტრანსფერები არ გაიშვა.
თქვენ კიდე არ გჯერათ რომ ნაპოლი სოფლის დაბალბიუჯეტიანი გუნდია, წადი ბიძია მაქედან რაის განხლებული კონტრაქტიო 2029 წლამდე, ხო არ აჟუილებს ლავრენტას და კომპანიას
მალხაზ ჯობავა
15:24 10-12-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული